ბრაზილიელების ცეკვა? ისინი ამით ცოცხლობენ - ლოვრენმა "სელესაოზე" ისაუბრა

AutoSharing Option
პარასკევს, 9 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ხორვატიის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდება.

ხორვატთა ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან გატანილი გოლის შემდეგ "სელესაოს" ფეხბურთელებმა მოედანზე ცეკვა დაიწყეს, რამაც უამრავი საფეხბურთო ექსპერტის, მათ შორის, როი კინის აღშფოთება გამოიწვია.

ლოვრენის თქმით, ცეკვა მეტოქის უპატივცემულობა სულაც არაა და "ზენიტის" მოთამაშე ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ბრაზილიელები? მათ შეუძლიათ იცეკვონ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ისინი მუსიკით ცოცხლობენ, ვიცი მათი ცხოვრების წესის შესახებ.

რაც შეეხება მატჩს, "სელესაო" ფავორიტია. მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები
ჰყავთ, რომლებსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ, თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ" - განაცხადა ლოვრენმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altარგენტინა და ბრაზილია ევროპელთა 20-წლიანი "ბატონობის" დასასრულებლად - საფრანგეთი ზედიზედ მეორედ იჩემპიონებს?

altხორვატიის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გაუგრძელეს

alt"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გავს ლუზერ ბრიტანელებს,თუ ეცეკვებათ იცეკვონ მეტი სანახაობა იქნება,რაც უხდება მსოფლიო ჩემპიონატს,ლუზერეთმა მბაპე და ჟირუ რო იცეკვებენ მაგათ საჯარიმოში იმას მიხედონ,ეგ პინგვინები ისე იჯგიმებიან გეგონება 1% მაინც ქონდეთ შანსი რო ბრაზილიას შეხვდებიან,თორე მერე ვნახავდით სოლო კონცერტს რო ჩაუტარებდნენ ბრაზილიელები.
ნიკო
21:20 08-12-2022
0
ბრიტანელწბია ლუზერობა ძალიან მაცინებს. ყველაზე გამარჯვებული ერია მთელ მაოფლიოზე ყველა სფეროში.
დავით 2101(ynwa)
13:23 09-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული