მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავისი "ტვიტერით" ავრცელებს.
მხარეებმა თანამშრომლობის ხელშეკრულება 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე ანუ 18 დეკემბრამდე გააგრძელეს.
"მოუთმენლად ველით ჩვენი მაესტროს ახალ გამოცდებს ეროვნულ გუნდში", - წერია ოფიციალურ შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატებმა მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
შეგახსენებთ, დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატებმა მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.