რიო ფერდინანდი: თუ მბაპეს შეაჩერებენ, ინგლისი საფრანგეთს დაამარცხებს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილ მცველს რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს საფრანგეთის დამარცხება შეუძლია.

"მე საფრანგეთის ნაკრების თამაშს ვუყურე და გავიფიქრე: "მხოლოდ მბაპე მაღელვებს". არ მინდა სხვა ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ ინგლისის ნაკრები თუ მბაპეს შეაჩერებს, ფრანგების ყველა ფეხბურთელს გაუმკლავდება.

ჩვენთან კი? თუ რეშფორდს ჩაკეტავენ, ფოდენია. თუ ჩაკეტავენ ფოდენს, კეინი გვყავს. კიდევ საკა, ბელინგემი... თვით ჰენდერსონსაც შეუძლია გოლის გატანა.

ეს ჩემს ცხოვრებაში ინგლისის საუკეთესო ნაკრებია. ასეთ შემთხვევაში აღფრთოვანება ნორმალურია. გულშემატკივრებიც სწორედ ასე იქცევიან. ამაში ჩემი დადანაშაულება საჭირო არ
არის, რადგან ეს ემოციები სამართლიანია", - განუცხადა ფერდინანდმა ВВС-ის.

ამ გუნდების მატჩი 10 დეკემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გირებს თუ დაკიდებენ ფეხებზე არ ვიცი და სხვანაირად მაგას ვინ შიაჩერებს. მომგებმა გუნდმა შეტევაში უნდა ეძებოს შანსი და არა ვინმეს შეჩერებაში, თორემ დარჩება ბრაზილიასავით გაღიმებული.დდდდ
ეეე
22:01 09-12-2022
0
ინგლისს მოგების შანსი არ აქვს საფრანგეთთან!
ლაშა
20:01 09-12-2022
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული