"დამატებით დროში მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ იყო" - დე იონგმა ლაოსი გააკრიტიკა

AutoSharing Option
გუშინ, 9 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდები არგენტინას დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, "ნარინჯისფერთა" ნახევარმცველმა ფრენგი დე იონგმა მსაჯის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მატეო ლაოსი მესის გავლენის ქვეშ მოექცა.

"როდესაც ძირითადი დრო ამოიწურა, არგენტინელები მსაჯთან პრეტენზიებით მივიდნენ და დამატებით დროში ლაოსმა მხოლოდ "ალბისელესტეს" სასარგებლოდ დაუსტვინა. ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია!

კარგი ადამიანი და კარგი მსაჯია, მაგრამ გონებით არ მოქმედებდა. შესაძლოა, მასზე მესის სიდიადემ იმოქმედა, როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ არგენტინას დავამარცხებდით და მსოფლიოს ჩემპიონობასაც ვიზეიმებდით" - განაცხადა ნიდერლანდელმა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება, მატჩი
13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
გრანდებიდან..ესენი ათამაშა ვან გაალმა საზიზღარი და თითქოს პრაგმატული ფეხბურთი..ტიტემ ბრაზილია..და ენრიკემ ესპანეთი..მესი დიახ დიადია..და როგირ მინდა პორტუგალია..არგენტინა..იქ გასცემს სამუდამო კითხვას პასუხს.
კიეზა
19:17 10-12-2022
4
სინდისი აქ ახლა ამას, დემორალიზებულმა არგენტინამ შეგჭამათ დამატებით დროში, განსაკუთრებით მეორე დამატებითში, რომარა ის ორმეტრიანი ახმახები, შენ დუმფრისი, მემფისი და გაკპო ვისაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა გეთქვათ ვერაფერი ქენით.
ეეე
15:52 10-12-2022
1

სიახლეები პოპულარული