მაროკომ ესპანეთს პორტუგალია ზედ მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო ჩვეულად მეორე ნომრად თამაშობდა, რაც ეხერხება, თავს უნარიანად იცავდა და სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ტემპი დაბალი, სანახაობა კი მოსაწყენი იყო. პირველი მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და ისიც შემთხვევით, როდესაც ფელიქსის დარტყმული ბურთი აფრიკული გუნდის მცველ ელ იამიკს მოხვდა და რიკოშეტით კარს ოდნავ ასცდა. 42-ე წუთზე კარიდან პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტა უხეიროდ გამოვიდა და ენ ნესირმა
მისი კარი თავურით დალაშქრა. ამას ევროპელთა იერიშები მოჰყვა და ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი ხარიხას გაარტყა. კომპენსირებულ დროში ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯს ამაოდ სთხოვდა პენალტის დანიშვნას.

შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დოიგო კოშტამ არადამაჯერებლად მოიგერია, ხოლო დამატებაზე ელ იამიკმა გატანა ვერ შეძლო. ლუზიტანთა მწვრთნელი ფერნანდო სანტუში მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ მიდიოდა, შეცვლაზე ჯერ რონალდო, შემდეგ კი ლეაო შეიყვანა. შეიყვანა და შეუტიეს: ბრუნომ ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში მანვე კარგად გათამაშებული საჯარიმო ვერ დააგვირგვინა, მერე ფელიქსის დარტყმული ბურთი მეკარე ბონომ საოცარ ნახტომში მოიგერია, რონალდოსაც არ გაატანინა, 90+3-ე წუთზე მაროკოელთა ნახევარმცველმა ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მისმა თანაგუნდელმა კონტრიერიშისას შანსი ვერ გამოიყენა, ბოლოს პეპემ თავით ვერ უწია მიზანს და რეგრაგის გუნდმა გაიმარჯვა.

მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე ატირებულმა რონალდომ მოედანი დატოვა.

ნახევარფინალში მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დოჰა. "ტუმამა". 44 198 მაყურებელი
მაროკო - პორტუგალია 1:0
გოლი: ენ ნესირი (42)
გაძევება: ჩედირა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაროკოს სიძლიერე ჩვენთან თამაშისას კარგად გამოჩნდა.ფიზიკურად არიან უმაღლეს დონეზე მომზადებულები.
გეგი
10 დეკემბერი 2022 21:25
0
გული მიგრძნობდა, რომ ეს მეკარე დაღუპავდა პორტუგალიას და ასეც მოხდა. ის კი არა და მეორე გოლსაც ჩუქნიდა მაროკოს და სულ ოდნავ არ გაუმართლა. რას ერჩოდა ეს მწვრთნელი რუი პატრიციოს, მშვენიერ მეკარეს. ვერ ხედავდა, რომ ეს კოშტა ძალიან ხშირად სცდებოდა. ვირივით ჯიუტები არიან ეს მწვრთნელები, ერთხელ გაუგორდა ევროპის ჩემპიონობა ანტიფეხბურთით და თავი ღმერთად მიიჩნია. ამოარტყან წიხლი. კიდევ ერთი: მაროკო ძალიან ახლოსაა ანტიფეხბურთთან. თუმცა, ორ ტაიმში ცალი დარტყმით რომ ძალიან ბევრს იგებენ, ამის საუცხოო მაგალითია შარშანდელი მადრიდის რეალი. სვარკას არ გაუმარჯოს!
ელიასი
10 დეკემბერი 2022 21:22
10
მაროკო ანტი ფეხბურთთანაა ახლოს ? თუ პორტუგალიური ბრთის ჩაგდებები
zurabi
10 დეკემბერი 2022 21:51
0
Turme vistan wagvigia.marokos mwvrtnels dauwyeben rekvas xval dilidan,modi chventan imushaveo.
Gia
10 დეკემბერი 2022 21:16
3
დღეს ღამით რამოდენიმე ევროპული ქალაქი დაიწვება :)))
თაზო
10 დეკემბერი 2022 21:15
3
ვიმეორებ: რაც მაროკო ვილიმ ჩვენს დასუსტებულ გუნდთან ავარჯიშა, რა გასაკვირია! ჰამაც, ეგენი პირინეის ნახევარკუნძულელებს ვერ იტანენ...
N
10 დეკემბერი 2022 21:14
4
ვულოცავ მაროკოს, აფრიკას გაუმარჯოს.
ქიტესა
10 დეკემბერი 2022 21:10
11
აფრიკას არა და ანტარკტიდას გაუ,ამრჯოს:))
ქიტესას
11 დეკემბერი 2022 00:07
2
პენალდუ წადი პერესთან კიდე 2-3 ოქროს ბურთს გიყიდის. მითუმეტეს 40 მდე მინდაო თამაში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
10 დეკემბერი 2022 21:10
30
აი რა გუნდმა შეგვაწყვეტია წაუგებელი სერია! უმეტესობა სანიოლს ლანძღავდა.
ალბათ, უფლას უნდა, რომ ლეომ მსოფლიო მოიგოს და ამიტომ ხდება ასე მეოთხედფინალებში. ხუმრობა იქით იყოს და ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდია ეს მაროკო. ნამდვილად არ მინდა ხორვატია ან მაროკო გახდნენ ჩემპიონები. იმიტომ, რომ არ მინდა სუფთა დაცვითი ფეხბურთის გამარჯვება.
alexandre
10 დეკემბერი 2022 21:10
12
პორტუგალიის წაგებაზე დავდე და 300 ლარამდე მოვიგე. მოკითხვა ს##ბს, კიდევ ერთხელ
experti
10 დეკემბერი 2022 21:10
13
მაროკო - ხორვატიაა ფინალი!!!
მე ვიყო ინფანტინო
კატარის შეიხი
10 დეკემბერი 2022 21:09
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული