2006 წლის 1-ელ მარტს ლუკა მოდრიჩისა და ლიონელ მესის ნაკრებები ერთმანეთს პირველად გადაეყარნენ. მაშინ ევროპელებმა "ალბისელესტე" 3:2 დაამარცხეს, ლეომ თავისი პირველი გოლი საკუთარი ქვეყნისთვის სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა.
ალბათ, იმ ყველაფრის შემდეგ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ 16 წლის შემდეგ მუნდიალის ფინალის გზაზე ეს ორი მოთამაშე საკუთარ ნაკრებს გვირაბიდან გამოსვლისას წინ გამოუძღვებოდა.
2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ლეოსა და ლუკასთვის ბოლოა, ორივე მათგანს გამარჯვება სურს და გულშემატკივარსაც დიდი მოლოდინი აქვს... განსხვებით 2006 წლისა, ეს შეხვედრა ამხანაგური არ იქნება. მოდრიჩი, როგორც ისტორიაში საუკეთესო ხორვატი ფეხბურთელი, ისე წარდგება, მესი? მესიზე საუბარიც ზედმეტია.
ეს ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ. ხსენებულ მატჩში ხორვატიამ 3:2 მოიგო, 2014-ში "ალბისელესტემ" 2:1 იმარჯვა, ბოლოს კი 2018 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც ევროპელებმა 3:0 გაიმარჯვეს...
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.