ახლა ან არასოდეს. არგენტინამ ხორვატიას სძლია - მესი სანუკვარი ოცნების ახდენას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ, 2014 წლის შემდეგ კი პირველად გავიდა ფინალში.

როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ტემპი მაღალი არ იყო. თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, არგენტინელებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ფერნანდესის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია. შემდეგ მასთან პირისპირ გასული ალვარესი გოლკიპერმა წააქცია და მესიმ პენალტი უზადოდ შეასრულა. 39-ე წუთზე ალვარესმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და ბურთიანად შევიდა კარში. ამას სამხრეთამერიკელთა კუთხური მოჰყვა და მაკალისტერის თავით დარტყმული
ბურთი ლივაკოვიჩმა ძლივს მოიგერია.

შესვენების შემდეგ სლავების მწვრთნელმა დალიჩმა ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, შეუტიეს, რითაც მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მიეცა და შანსი მესიმ ვერ გამოიყენა. მერე მესი გვარდიოლს გაექცა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა, რომელიც მწვრთნელმა სკალონიმ შეცვალა, საფინალოდ დაასვენა და მოედანზე დიბალა შეუშვა. ეგ იყო და ეგ, "ალბისელესტემ" კლასით დაჯაბნა ვიზავი და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შორეულ კატარში არგენტინიდან დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთა დიდ ნაწილს ფინანსურად სულაც არ ულხინს, ამისათვის ფულს, შესაძლოა, მთელი წელი აგროვებდნენ, მაგრამ ეს ამად უღირთ, რამეთუ მიზანი დიადია - თავიანთ მესამე ტიტულს მიუახლოვდნენ. ხორვატია შესანიშნავი გუნდია, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ფინალში ღირსეული გავიდა. ალბათ, ასე ჯობია სანახაობისთვის, ასე ჯობია მისი უდიდებულესობა ფეხბურთისთვის. ზეიმი გრძელდება.

რაც შეეხება მესის, ეს უკვე სულ სხვა ლეოა, საკუთარ თავს არ ჰგავს, ხშირად აღარაა მოედანზე ჩვეულად მშვიდი (დღევანდელი შეხვედრა არ იგულისხმება), ხანდახან მარადონასავით გაცხარებულია, ისეთი კერპია, როგორიც გუნდს სჭირდება და რომელიც წინ მიუძღვის, მიუძღვის თავისი კარიერის მწვერვალისკენ, რამეთუ ეს მისი ბოლო შანსია - ახლა ან არასოდეს.

. მესიმ მუნდიალებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მე-11 გოლი გაიტანა, ბატისტუტას გაასწრო და არგენტინის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.
. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთივე ნახევარფინალი მოიგო.
. ხორვატია მუნდიალებზე პირველად დამარცხდა 2+ გოლით.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი

არგენტინა - ხორვატია 3:0
გოლები: 1:0 მესი (37, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)

მკითხველის კომენტარები / 32 /
რა ვქნა,მეც მინდა არგენტინა და მესი მსოფლიო ჩემპიონები რომ გახდნენ ,მაგრამ რა ვქნა--ჩემპიონი საფრანგეთი გახდება.ეს ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდი და ბოლო 10 დღეს მეოთხეჯერ ვწერ. ფრანგებს მესი და არგენტინა მირჩევნია,მაგრამ ჩემპიონი ს ა ფ რ ა ნ გ ე თ ი ა.
mamulo
14 დეკემბერი 2022 02:11
19
ადამიანი-ს! შენნაირი ნაცისტი ხალხი სულ აპელირებს რომ საფრანგეთში, ვითომ ფრანგები არ არიან და არაბებმა და ზანგებმა მიისაკუთრეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საფრანგეთში გაზრდილი კაცი ( ქალი) უკვე ფრანგია. ეგეც რომ არ იყოს პრეზიდენტიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა თანამდებობაზე მყოფი ფრანგია და არც ყოფილა სხვა. გუნდიც რომ ავიღოთ გრიზმანი ჟირუ ლორისი რაბიო,ვერეტუ ვარანი ეგენი სუფთა ფრანგები არიან,მაგრამ თქვენ მბაპეს კანის ფერი არ მოგწონთ, რომელიც არგენტინას დაამხობს და საუკეთესო ფეხბურთელის სახელსაც მოიპოვებს! ეგ თქვენი ამოჩემება ვითომ არაფრანგებზე 0- ის ტოლია
დავით 67
14 დეკემბერი 2022 03:25
29
ეგრეა
დავით 67
14 დეკემბერი 2022 03:11
12
ყველა გამოხმაურება
3e golma 10 wlis winandeli mesi gamaxsena ra advilad "atria"ioshko es ra iyo
L.J .
14 დეკემბერი 2022 01:59
0
გახდებიან ჩემპიონები აბა რა,მსაჯები ყველა თამაშში პენალტს უდებენ:))
Qatar
14 დეკემბერი 2022 01:33
35
დედას ვფიცავარ ადამიანი თუ იყოს მესი. არარსებობს სიტყვები რითაც აღვწერ ამ მოვლენას. ფეხბურთი არის მესი. შეგვიძლია ოფიციალურად მესი დავარქვათ ამ სპორტს. არ მჯერა ისეთ რაღაცეებს აკეთებს. ერთი თამაშიც და ყველანაირი კითხვა გაქრება. უკვე ყვეკაფერი ცხადია მესიმ ფეხბურთი დახურა ყველანაირი მნიშვნელობით. მადლობა ღმერთო რომ მას ვუყურებ.
ქართველი
14 დეკემბერი 2022 01:29
10
ეჰ... მძიმე დღეში ყოფილხარ ჩემო ძმაო. გიშველოს ღმერთმა
:)))))))))))
14 დეკემბერი 2022 17:52
1
მიგიჩინეს თქვენი ადგილი კონდუქტორის სკამზე, თქვე ავტობუსის მძღოლებო თქვენი ნახევარფინალში გასვლა არ გეიშვა, ხუთ თამაშში რო ექვსჯერ დაარტყამ კარისკენ, ფუი მაგსთანა გუნდს.
მალხაზ ჯობავა
14 დეკემბერი 2022 01:15
15
ჯერ საქართველომ მაგის მეოთხედი შეძლოს რაც ხორვატიამ და მერე ყარეთ ჩლიქები, ხორვატიას უდისესი პატივისცემა, 3,9 მილიონიანი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა, არავის დასაცინი ხორვატები არ არიან.
kaxa
14 დეკემბერი 2022 03:42
4
და მაინც. ნეტა ჩვენ ვიყოთ მაგათ ადგილას და მაგათი ჟილკა გვქონდეს. ჩვენხელა ქვეყანა რომელიც იმდენივე ხანია რაც დამოუკიდებელია რაც ჩვენ მაგრამ სამჯერ გავიდნენ მსოფლიოს ნახევარფინალში. ეგ გამართლება არაა 1994ის ბულგარეთივით ან 2002ის კორეასავით. ეგ ჟილკაა
შადიმან
14 დეკემბერი 2022 01:51
4
მესი რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელია აქამდეც ცხადი მარტო იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ქონდა წაგებული და ამჯერად ალბათ მოიგებს მარადონასთან ბევრი პარალელია მაგრამ მაშინდელი ფეხბურთი უფრო შემოქმედებითი იყო
მესი
14 დეკემბერი 2022 01:10
1
მარტო არგენტინამ და მესიმ კი არ გაიმარჯვეს,დღეს გაიმარჯვა ფეხბურთმა
კაკო
14 დეკემბერი 2022 01:05
4
მთლად რო ვერ მოიგოს ფინალი. 2 ჯერ მანდ ნამყოფია უკვე. პენალდუ7-ს ფანები ის კატეგორია ვინც ფეხბურთის გაგებაში არაა როგორც იქნა 14 დეკემბერს 2022 წელს ოთხშაბათს 01:00 საათზე გაიგეს რომ მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14 დეკემბერი 2022 01:01
13
Argentina chempionia da mesi kide peles mefobis memkvidre oficialurad!!!
Gia
14 დეკემბერი 2022 01:01
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული