ლუკა მოდრიჩი: ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასა და ხორვატიის (3:0) მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ხორვატთა კაპიტანმა მატჩის მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო გააკრიტიკა, მისი თქმით, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვინც კი ოდესმე უნახავს.

"არგენტინამ სამართლიანად გაიმარჯვა, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არბიტრია, ვინც კი ოდესმე მინახავს, უბრალოდ კატასტროფაა, ჩემი აზრით, პირველი გოლის ეპიზოდში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა.

ახლა უნდა დავისვენოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ" - განაცხადა მოდრიჩმა.

alt"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო

პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ იყო კიარა, მეორეც უნდა დაედო წესით და არ დადო! მაშინ კაი ბიჭი იყო სუდია? ნიდაყვით რომ მოიგერია ტიპმა ბურთი აშკარად! ვერ წვდებოდა კორპუსით და მიკრული ხელით გაიქაჩა ბურთზე! არ მესმის რატომ არ უნდა დაინახო ის რაც თვალშისაცემია და რაღაც რიჟა პრიჩინებით ეცადო, გაუფარჩაკო გუნდს მოგება. ეს ერთი თამაში დადო არგენტინამ მართლა რომ თამაში ქვია და ამის არ აღიარება რატომ არ უნდა უნდოდეს ვინმეს? მოდრიჩი ნაღდი ვარსკვლავია და არ მომეწონა მისგან ასეთი რიჟა ბაზარი. თან დამსახურებულად მოიგოო რომ ამბობს, ცოტა კომიკურ ელფერს ხომ არ სძენს მას ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები?
Guriec
22:37 14-12-2022
6
მესის ათი წლის ქართველი ფანები გინების ტალღას დაგაყრიან და გიღირდა ამად ჯიგარო? თუ ასეთი იყო ორსატო და ასეთია ჩემი აზრითაც,რატომ ადრე არ თქვი?ხოდა ეხლა დაიჩაგრენით და ფეხბურთს დედა უტირეს ამ არაბებმა. პრინციპში,ფეხბურთელში 222 მილიონს რო გადაიხდიან და 50 მილიონს ხელფასს მისცემ,რანაირად უნდა ამოიღოთ ხმა. გავარდი და გაჩუმდი,ფულს ხო იღებ. საქართველოშიც არ გვაქვს კარგად საქმე,მარა იღებს ხმას ვინმე? ხელფასები აქვთ და გაჩუმებულები არიან :) ჩვენ რა ვქნათ,ჩვენ? ფეხბურთის მოყვარულებს ცირკს რო გვაყურებინებთ და ფეხბურთი ფეხბურთს აღარ გავს. ბრაზილიას მოუგო ფინალი ბრაზილიაში არგენტინამ,მესი,ნეიმარი და მარკინიოსი თამაშის მერე სელფებს იღებდნენ,ლივერპული მანჩესტერს უყურებ და კასანდრა სერიალი გგონია,ხოდა მიგიფსით ასეთ ფეხბურთზე და არაბებზე
ლუკა მოდრიჩს
20:35 14-12-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული