ხორვატთა კაპიტანმა მატჩის მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო გააკრიტიკა, მისი თქმით, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვინც კი ოდესმე უნახავს.
"არგენტინამ სამართლიანად გაიმარჯვა, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არბიტრია, ვინც კი ოდესმე მინახავს, უბრალოდ კატასტროფაა, ჩემი აზრით, პირველი გოლის ეპიზოდში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა.
ახლა უნდა დავისვენოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ" - განაცხადა მოდრიჩმა.
"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან
გუშინ თქვენი გუნდი არ იმსახურებდა არგენტინასთან მოგებას!