მესის დღეს მუხლქვეშა მყესის დისკომფორტის გამო არ უვარჯიშია, თუმცა ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლეო მესის დღეს ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

თავიდან მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა დაიწყეს ვარჯიში, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში შეცვლაზე შევიდნენ ან სათადარიგოები იყვნენ. ძირითადი შემადგენლობა ჯერ ტრენაჟორებზე დაიტვირთა, მათ კი მოგვიანებით შეუერთდა.

მესის გასულ შეხვედრაში მარცხენა მუხლქვეშა მყესის პრობლემა ჰქონდა, თუმცა განაცხადა, რომ არაფერი არ აწუხებს. არგენტინელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის საფრანგეთთან გადამწყვეტ მატჩში თამაშს შეძლებს, რომელიც მისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე უკანასკნელი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესი იქნება არ იქნება არ ააქვს მნიშვნელობა, ზეცაშია გადაწყვეტილი ფინალს იგებს არგენტინა.
ეეე
23:55 15-12-2022
8
ბოლო მსოფლიო და ბოლო წვალება ...
მეგრული ელარჯი
23:54 15-12-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული