მესი დიდების მწვერვალზე - არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

მართლაც ღვთაებრივი სამართალი

მსოფლიოს ჩემპიონატის განუმეორებელ ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ გახდა ჩემპიონი.

ამ მატჩს მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყაროც კი მოუთმენლად ელოდა, თუ ვინ გახდებოდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და რაც მთავარია, აღმართავდა თუ არა მესი ასე ნანატრ თასს. როგორც არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვალდანომ შეხვედრის წინ განაცხადა, ეს იქნებოდა ღვთაებრივი სამართალი. რა დასამალია და გულშემატკივართა დიდ უმრავლესობას ამის სურვილი ჰქონდა. აკი ბრძანა საფრანგეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა დეშამმა, რომ მათ ზოგიერთ თანამემამულეს მესის გამარჯვება უნდოდა. თვით საფრანგეთის
პრეზიდენტ მაკრონის თქმით, რომ შეეძლოს ოქროს მედალს მბაპესაც გადასცემდა და მესისაც.

დებიუტში სამხრეთამერიკელები ინიციატივას დაეუფლენ, მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, აქტიური დი მარია მარცხენა ფრთიდან აკეთებდა საჯარიმოში გადაცემებს. 23-ე წუთზე სწორედ ის წააქცია საკუთარ საჯარიმოში დემბელემ და მესიმ პენალტით არგენტინა დააწინაურა. ისევე როგორც სხვა კომპონენტებში, სკალონის შეგირდების უპირატესობა ტექნიკაშიც საგრძნობი იყო და ანხელმა მაკალისტერის პასით ლორისის კარი დალაშქრა. ფრანგები ვერაფერს ვერ ახერხებდნენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და დეშამი იძულებული შეიქნა უკვე პირველ ტაიმში გაეკეთებინა ორმაგი ცვლილება - ჟირუსა და დემბელეს ნაცვლად მოედანზე ტიურამი და კოლო მუანი შეუშვა.

კოშმარული პირველი ტაიმის შემდეგ გალებმა თავიდან თამაშის სურათის შეცვლა ვერ შეძლეს. სიტუაციიდან გამომდინარე „ალბისელესტე“ მაღალ ტემპში აღარ უტევდა, სკალონიმ დი მარია აკუნიათი შეცვალა, დაცვა გააძლიერა და ალბათ, შეცდომაც დაუშვა. 79-ე წუთზე კოლო მუანი საჯარიმოში წააქციეს, მბაპემ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლაზე შესულ ლაუტაროს ორჯერ გატანა უპამეკანომ არ დაანება, 108-ე წუთზე მესიმ არგენტინა ისევ წინ გაიყვანა, შემდეგ საჯარიმოში ბურთი ხელზე მონტოიას მოხვდა, მბაპემ თერთმეტმეტრიანი ისევ ზუსტად შეასრულა, ბოლოს პირისპირ გასული კოლო მუანის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია, 3:3, პენალტების სერიაში კი არგენტინამ იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

. საუკეთესო ფეხბურთელად მესი აღიარეს.
. 8 გოლით ბომბარდირი მბაპე გახდა.
. საუკეთესო მეკარედ მარტინესი აღიარეს.
. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად არგენტინელი ფერნანდესი დაასახელეს.
. მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი დაამხო. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე 21 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი დ 9 საგოლე გადაცემა).
. დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები მუნდიალზე, ოლიმპიადაზე და კონტინენტურ პირველობაზე გაიტანა.
. ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა, ნოიერს გაასწრო და ამ მაჩვენებლით რეკორდსენი გახდა.

ლუსაილი. „აიკონიკი“. 88 966 მაყურებელი
არგენტინა - საფრანგეთი 3:3 (ძირ. დრო 2:2. პენ 4:2)
გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 2:0 დი მარია (36), 2:1 მბაპე (79, პენ), 2:2 მბაპე (82), 3:2 მესი (108), 3:3 მბაპე (118, პენ)

მკითხველის კომენტარები / 97 /
სტტიის ავტორის ტვინში ჩამახედა ))) როდის აქეთ გადნენ გალები შავკანიანები ?
კახაბერი
20 დეკემბერი 2022 19:40
0
ხოო აბა რაა )) როგორ მეცოდებით რომ არ შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ ფეხბურთით სულ რომ ჩაწყობები და შეთქმულებები გელანდებათ ))) აბა შეიხებმა თავის გუნდს არ მოაგებიეს ერთი თამაში და სულ არგენტინის გამარჯვებაზე ოცნებობდნენ)))გაანებეთ თავი ფეხბურთის ყურებას ნუ იტანჯებით შეიცოდეთ თავი)))
ბილ შენკლის
19 დეკემბერი 2022 19:25
0
გაანებე ბიძიკო ფეხბურთის ყურებას თავი, რატო იტანჯავ თავს? რაც არ გესმის გაანებო უნდა თავი.
Beqas
19 დეკემბერი 2022 19:15
0
მესი თუ კრიშტიანო, აქ უბრალოდ გემოვნების საკითხია ვის რომელი მოსწონს, ჩემი აზრით ორივე 21 საუკუნეში საუკეთესოები იყვნენ.
buxrika
19 დეკემბერი 2022 14:10
4
არგენტინამ მოუგო საფრანგეთს და ქართველები რატომ ვტკენთ გულს ერთმანეთს და ვაყენებთ შეურაცხყოფას კომენტარებში, შეუძლია ახსნას ვინმემ?
მიშა
19 დეკემბერი 2022 14:07
0
იმიტომ, რომ ფანატიზმი და უაზრო ემოცია სჭარბობს
))))
19 დეკემბერი 2022 15:12
0
ფინალმა საოცრად ჩაიარა არანაირი წუნი, ზოგადად მთელი მსოფლიო ჩემპიონატი იყო საოცრება, სულ მცირედი წუნიც არ ჰქონდა, მსაჯები? ვარის ოთახი? ორგანიზატორები? მე თუ მკითხავთ მესის ნებისმიერი მოძრაობა უნდა შეფასებულიყო პენალტად, როცა ლეო ბურთს ეხება სამყარო უნდა გაჩერდეს.
აქამდე დიეგოს და ეხლა უკვე დამწყები მესის ფანი
19 დეკემბერი 2022 13:59
1
მბაპე-კამერუნი;
ჩუამენი-კამერუნი;
კომანი-გვადელუპე;
ტურამი-გვადელუპე;
დემბელე-მალი;
კონატე-მალი;
ფოფანა -მალი;
დისასი-კონგო;
მუანი-კონგო;
კამავინგა - ანგოლა;
კუნდე- ბენინი;
ვარანი-მარტინიკა;

ჟირუ-იტალია;
გრიზმანი-გერმანია;
ლორისი-ესპანეთი;
ერნანდესი-ესპანეთი;
Gocha
19 დეკემბერი 2022 12:44
3
თქვენ წარმოიდგინეთ ჟირუ ფრანგია
gochas
19 დეკემბერი 2022 16:36
0
გოჩა-ს. რადგან მასე მსჯელობ ერთი არგენტილი მაინც დამისახელე, ორს არ გთხოვ, მარტო ერთი. 46 500 000-იან ქვეყანაში. თუ ვინმეს გამოიგონებ არ ვიცი
დავით 67
19 დეკემბერი 2022 13:38
1
ყველა გამოხმაურება
კაით რა ხალხო მბაპეს სიძლიერეს არავინ უარყოფს, მარა მესის, როგორ ადარებთ მარტო არგენტინის მეორე გოლისას მესის ერთი მოძრაობა ღირს მბაპეს მთელ კარიერად.D
რრრ
19 დეკემბერი 2022 12:41
6
Santushs utqvia mesi ro myoloda msoflio chempioni mec gavxvdebodio:) :)
Gia
19 დეკემბერი 2022 12:25
2
რონალდისტებო! არ გესმით ფეხბურთი.
ქ. გ.
19 დეკემბერი 2022 12:08
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული