რა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?

AutoSharing Option
გუშინ, 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. ლიონელ სკალონის გუნდმა საფრანგეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (4:2) დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და კატარის ემირმა ტამირ ბინ ჰამად ალ ტანიმ "ალბისელესტეს" კაპიტან ლიონელ მესის შავი მოსასხამი მოარგეს.

ბიშტი, როგორც მას არაბულ სამყაროში უწოდებენ, მამაკაცის ტრადიციული მოსასხამია, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს. ძირითადად, იცვამენ ქორწილებსა და რელიგიურ დღესასწაულებზე, მაგალითად, რამადანის დასრულებისას.

მომზადებულია Talksport-ის მიხედვით

altპელე: მესიმ ეს დაიმსახურა - რა თქმა უნდა, მარადონა იღიმის

altმესი დიდების მწვერვალზე - არგენტინა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენთან ნაბადი არავისთვის მოუსხამთ, რა წაიღეთ უაზროდ ტვინი, პატივი სცეს კაცს რისი ღირსიც იყო??????????
???????????????
11:51 19-12-2022
2
რატომ გახდა ეს ბიშტი სალაპარაკო და ამდენი განხილვის თემა. ტრადიცული სამოსი ყოფილა და პატივისცემის ნიშნად შემოსეს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბიშტში თუ ხედავთ პრობლემას,მაშინ აღარ ყოფილა საშველი. მსოფლიო ჩემპიონატს რო ჩაგახუტებენ,ბიშტის ჩაცმა კი არა,აქლემი ხარო რო გითხრან,შორ მანძილზე ფურთხებას უნდა იწყებდე.მალადეც შეიხებს,ფულიც აქვთ და იმის თავიც აქვთ რო ყველა თავის ჭკუაზე ატრიალონ. აბა,ქართველი მილიარდერები პინგვინებს ყიდულობენ,კატარელი მილიარდერები მსოფლიოს უტარებენ თავის ხალხს და მსოფლიო ფეხბურთს ერთ ადგილას ისვავენ. ბიშტი არა,მარა ჩოხა რო ჩაეცმიათ ხო გაგიხარდებოდათ? რავი,მთელი საქართველო ამაყობდა იმით რო ჩვენთან შეკერილი ფორმა აცვიათი ფრანგებსო,ხოდა თავისი ტრადიციული სამოსი ჩააცვა მესის იმ კაი კაცმა,რა არ მოგწონთ? თან ხო გაიგეთ ეს ბიშტი რა ყოფილა,სადმე რო დაინახავთ ან ვინმე გკითხავთ გეცოდინებათ. აი,საქართველოს ნაკრებს მოეგო მსოფლიო თასი და კაშია თანახმა იქნებოდა რო ბიშტიც ჩაეცვა და ბუშტიც.
ქართველებიც აღშფოთდნენ
11:09 19-12-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული