ლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა

AutoSharing Option
გუშინ, 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში (4:2) დაამარცხა და ისტორიაში მესამედ მუნდიალის ტიტული მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი. ერთი სული მაქვს, არგენტინაში როდის დავბრუნდები.

სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. ფეხბურთის თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს" - განაცხადა "ლა პულგამ".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altრა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?

altასე აღნიშნეს ჩემპიონობა ბუენოს-აირესში [VIDEO]

altმესი დიდების

მწვერვალზე - არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. ეს კაცი ამას იმსახურებდა
გულშემატკივარი
14:12 19-12-2022
1
მეც ვიცოდი და გული მიგრძნობდა, რომ არგენტინის ნაკრები და შენ ლეგენდავ მოიგებდით! სული და გულით გილოცავ ლეო, ამ თასს, შენ და ნაკრებმა სამართლიანად დაიმსახურეთ!
შენი ერთგული გულშემატკივარი ნონა.
12:21 19-12-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული