პელეს გარინჩა ჰყავდა, მესის დი მარია - ფეხბურთელი, რომელმაც 3 გასროლით ლეოს 3 ტიტული მოუტანა

AutoSharing Option
ალბათ, ყველა ხვდება ანხელ დი მარიას როლს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში... "ალბისელესტეს" ვარსკვლავი მნიშვნელოვან დროს (ფინალებს ვგულისხმობ) შედეგიანობით გამოირჩევა.

გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც ფინალის მიმდინარეობისას სულ ტირის? გაიხსენეთ საფრანგეთთან მატჩი, გატანილი გოლის შემდეგ ან სათადარიგო სკამზე მჯდომი დი მარიას ემოციები. საინტერესოა, რატომ?

საქმე ისაა, რომ ანხელისთვის ეს უკანასკნელი მუნდიალი იყო, 34 წლის შემტევისთვის ბოლო შესაძლებლობა იყო, რომ დახმარებოდა თავის უახლოეს მეგობარს, ლიონელ მესის, ყველა ტიტულის მოგებაში...

ფრანგებთან ფინალში დი მარიამ პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი შემოგვთავაზა. მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალიდან" წავიდა, მომენტებში
ვუყურებდით და თეთრ ფორმაში მორბენალი ახალგაზრდა ვარსკვლავი გვახსენდებოდა, რომელიც მოედანზე უმაღლესი ხარისხის პერფორმანსს გვთავაზობდა. ზემოხსენებულ მატჩში არგენტინელმა პირველ ტაიმში გოლიც გაიტანა, პენალტიც მოიპოვა და გუნდსაც ლეოსთან ერთად ულიდერა.

Sportall.Ge

დააკვირდით გოლის აღნიშვნისას წამოსულ ცრემლებს? ეს ის ემოცია იყო, რომელიც გულიდან მოდიოდა... სადღაც გულის სიღრმეში დი მარია მიხვდა, რომ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა... ცოტა თემას რომ გადავუხვიოთ, როგორ შეიძლება "ღმერთი ანგელოზის გარეშე წარმოვიდგინოთ"? მარადონას კანიჯია ჰყავდა, პელეს - გარინჩა... მესის? მესის - დი მარია...

მოგეხსენებათ, 2014 წელს არგენტინა მუნდიალის ფინალში გერმანიასთან 0:1 დამარცხდა. ანხელმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რადგან ამავე ჩემპიონატზე დაზიანდა... იჯდა და ექიმის მხარზე ტიროდა, როცა იაზრებდა, რომ ვეღარ იბრძოლებდა საკუთარი და არამხოლოდ საკუთარი ოცნების ასახდენად.

"ფეხიც რომ მქონდეს მოტეხილი, მინდა, რომ ვითამაშო. ძალიან მინდა მუნდიალის მოგება" - ემოციურად საუბრობდა ფეხბურთელი.

Sportall.Ge

თუმცა დი მარია მოედანზე არ გამოსულა, იჯდა სკამზე და ტიროდა, ხვდებოდა, თუ რა მნიშვნელოვან დროს მიიღო ის დაზიანება, რომელმაც ოცნების ასრულებაში ხელი შეუშალა. იდგა და ცრემლები თავისით მოსდიოდა.

თუმცა შანსი 2022 წლის კატარის მსოფლიო თასზე მიიღო. მთელი ტურნირის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ ფეხბურთელს კვლავ ტრავმა აწუხებდა, პლეი-ოფში არც ერთი მატჩი, გარდა ფინალისა, ძირითადი შემადგენლობიდან არ დაუწყია. თუმცა მხოლოდ გადამწყვეტ შეხვედრაში ლიონელ სკალონიმ ძირითად თერთმეტეულში დააყენა, რადგან სწორედ მაშინ უნდა აფეთქებულიყო, როცა ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ეს ასე მოხდა, ტრავმირებული და ნაკლებად შედეგიანი ვარსკვლავი გარდაისახა და ათამაშდა ისე, როგორც საუკეთესო წლებში გამოსდიოდა; გახდა ჩემპიონი, ბევრიც იტირა, თუმცა ამჯერად სიხარულისგან...

2008 წლის ოლიმპიური თამაშები - ულამაზესი გოლი ფინალში

2021 წლის კოპა ამერიკის ფინალი - ულამაზესი გოლი ფინალში

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი - ულამაზესი გოლი ფინალში

3 დარტყმა და 3 ჩემპიონობა, ასეთია დი მარიას ხვედრი ფინალში. დაზიანებული, ტრავმირებული ფეხბურთელი, რომელიც ფინალში ყველანაირ ტკივილს ივიწყებს და თამაშობს ისე, როგორც "ანგელოზებს" შეშვენით. გახსოვთ, როგორ ნერვიულობდა სათადარიგო სკამზე? იჯდა და ტიროდა. დამატებით დროში მესის გოლის შემდეგ ლეოსთან პირველი სწორედ ის მივიდა და ჩაეხუტა... მალე მთელი არგენტინაც ატირდა...


მკითხველის კომენტარები / 13 /
4 ფინალში გაიტანა იტალიასთან გამოგრჩა
gio
28 დეკემბერი 2022 05:03
0
ყოველთვის მჯეროდა ამ ფეხბურთელის, დიმარია უნივერსალი ფეხბურთელია, რომელიც მაღალ ხარისხს აჩვენებს ყველგან...
Geo
27 დეკემბერი 2022 19:20
0
მესი პელე მარადონა რონალდო კიჭა კრუიფი ზიდანი რონალდინიო ვან ბასტენი პლატინი ესენი მეგავარსკვლავები არიან, არიან კიდე კაშკაშა ვარსკვლავები და ვარსკვლავები
Sake
27 დეკემბერი 2022 16:52
0
ისე რაღაცით კვარაცხელიას და დი მარიას სტილი მსგავსია...
R.M.
26 დეკემბერი 2022 12:11
1
არავინ ყავდაოო რეებს წერენ ეს ხალხი
ზიდან
25 დეკემბერი 2022 08:24
0
ვკითხულობ კომენტარებს და მეცინება დაბრმავებულ ხალხზე
მესის ესეგი არავინ ყავდა? ბევრმა მაგრად ითამაშა არგენტინიდან და რას ქვია არავინ ყავდა. მეკარემ რეები აკეთა ორი პენალტების სერია მოაგებინა მეტს აღარ ვიტყვი
რეა
25 დეკემბერი 2022 08:14
0
დი მარია საუკეთესოა, ჩემი აზრით მესიზე უკეთესი იყო ფინალშიც.უბრალოდ ჩრდილში დგას.
კონსტანტინე
24 დეკემბერი 2022 20:30
6
სოსო! როგორც ყოველთვის ობიექტური ხარ და ამისთვის მადლობა!
გია
24 დეკემბერი 2022 23:27
0
ის გოლი, რომელიც დი მარიამ გაიტანა, ძალიან რთული მდგომარეობიდან ლეოს ბრწყინვალე პასით დაიწყო...
სოსო
24 დეკემბერი 2022 21:03
3
ისე ყველას დაავიწყდა ლოჩელსო, ჩემი აზრით ეგ რო ყოლოდა ნახევარდაცვაში ალბისელესტეს გაცილებით იოლად იჩემპიონებდა ვერც ჰოლანდია დაუქამბექებდა და ვერც საფრანგეთი.
ეეე
24 დეკემბერი 2022 15:29
2
1962 წლის მს. ჩემპიონატი გარინჩამ მოიგო, 1986 წლისა - მარადონამ, 2022 წლის - მესიმ; სხვა ასეთი არ ყოფილს - კი, 1970-ში ჟაირზინიო ბრწყინავდა, 1974 წელს ბეკენბაუერი, 1978 წელს კემპესი, 1982 წელს როსი, 2002 წელს რონალდო, მაგრამ ეს სხვა დონის ბრწყინვალება იყო. (დავასახელე ჩემპიონები, თორემ ამ მეორე ჩამონათვალზე უკეთესები იყვნენ ეუსებიო, კრუიფი, ზიკო, სოკრატესი)
მერაბ გ.
24 დეკემბერი 2022 12:49
4
ჩემი აზრით ეუსებიო, კრუიფი.. ჩამონათვალში ზიდანი, ვან ბასტენი და პლატინიც უნდა იყვნენ
ურო
25 დეკემბერი 2022 10:29
0
მარადონას ყავდა ვალდანო. კანიჯა შემდეგ მსოფლიოზე იყო, როცა ფინალში გავიდნენ.
შესწორება
24 დეკემბერი 2022 11:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული