არგენტინას კიდევ 3 ქვეყანასთან ერთად 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურს

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ურუგვაისთან, ჩილესთან და პარაგვაისთან ერთად 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურს.

როგორც მან აღნიშნა, ოცნებობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლისთავის შეხვედრები მათ ქვეყანაშიც გაიმართოს.

ტაპიამ თქვა, რომ შეეცდებიან მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ეს 4 ქვეყანა მუნდიალის მასპინძლობის ღირსია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალს სამი ქვეყანა: აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და სამხრეთ ამერიკის დანარჩენი 6 ქვეყანა პირდაპირ მიიღებს მუნდიალის საგზურს?აბსურდამდე დადის უკვე ეს 48 გუნდიანი ჩემპიონატი...
Master
13:10 08-02-2023
0

სიახლეები პოპულარული