მოოქროვილი Iphone-ები - მესის არგენტინის ნაკრების წევრებისთვის საჩუქრის გაკეთება 200 000 ევრო დაუჯდა

AutoSharing Option
Ole-ს ინფორმაციით, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ, საჩუქარი გაუკეთა.

"ალბისელესტეს" კაპიტანმა 35 მოოქროვილი Iphone 14 Pro შეიძინა და ამ ადამიანებს გაუგზავნა.

ლეოს სურვილი იყო, რომ ყველა პიროვნებისთვის, რომლებმაც მუნდიალის მოგებაში წვლილი შეიტანეს, პატივი ეცა. მესის ეს სიამოვნება 200 000 ევრო დაუჯდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული