მან ყირგიზეთში ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების ოფიციალური პირების სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეს ინიციატივა წამოაყენა.
მან აღნიშნა, რომ ამ 2 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებს შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაა, რაც კლუბებისა თუ ნაკრებების ამხანაგრი შეხვედრებითაც დასტურდება.
სამიტს ასევე ესწრებოდა უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რავშან ირმატოვი.
შეიტანენ თუ არა ყაზახეთი და უზბეკეთი განაცხადს ოფიციალურად 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე, ჯერჯერობით უცნობია.