ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება. ამის შესახებ მან შეტყობინება თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
ავსტრალიამ ტურნირის ჩატარებაზე უარი თქვა, განაცხადი მხოლოდ საუდის არაბეთმა შეიტანა და ავტომატურად გახდა მუნდიალის მასპინძელი.
აზიაში მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ გაიმართება და სავარაუდოდ, ზამთარში ჩატარდება.