"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ეს მაგიჟებს მეტი არაფერი, თვითონ ყოფილი ნაცები დღეს ვიღაცას მორალს რომ უკითხავენ... შოთა შენ ამის უფლება მაშინ გქონდა სანამ პოლიტიკაში წახვიდოდი (არ გაიშვას შენნაირი სპორტსმენების პოლიტიკოსობა გინდ ქოცი იყოს გინდ ნაცი) ან ჯალაძეს პატრიოტს როგორ ეძახი ეგაც მიშას მეხოტბე იყო ერთ დროს...ცოტა გონს მოეგეთ გონს
დელიკა
03 მაისი 2024 15:21
8
ამ დამსახურებულ ადამიანს რა გაუჭირდა ამისთანა, რომ ასეთ შარში გაყო თავი? ხაბარელს ვგულისხმობ. ეს ბიძინა ყველას რყვნის. იყავი რა ქორწილ-ქელეხების ოლიმპიური ჩემპიონი, ყველა განათლებულმა ადამიანმა რატომ გინდა გაგინოს?
???
03 მაისი 2024 18:57
24
საგინებელი შენ და შენნაირები არიან, განსხვავებული აზრის ადამიანები რუსები და რუსეთუმეები რომ გგოგიათ!
ზ. ვ.
04 მაისი 2024 03:11
0
Ბოტები და შმოტები ცდილობენ საინფორმაციო ომი მოიგონ,მაგრამ ვერა, საწყლები არიან

Რაც შეეხება ევროპის მიმართ ასეთ ზიზღს და საკუთარი ქვეყნის ერთადერთი მტრის, რუსეთის ასეთ სიყვარულს, აუცილებლად მიმაჩნია სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილით დასჯის კანონი ამოქმედდეს, ჩვენს ქვეყანას ეგ კანონი ჭირდება!
Georgian
03 მაისი 2024 14:59
3
ეხლა ფეისბუქზე რომ ვიყოთ გეტყოდი მაშ მტყუანის და სართულიანები რომ რუსეთი არაა ერთადერთი მტერი და რომ რუსეთზე დიდი მტრები ყველაა ვინც გარშემო გყვავს
ნაპოლეონი
03 მაისი 2024 19:51
9
შოთა, ამ დილას ყბაში რომელი ხიზილალა გაუშვი, შავი თუ წითელი? კარგი იყო? თითოეულ მარცვალს დაგათვლევინებენ ეს ახალგაზრდები!!!!!
მშიერი
03 მაისი 2024 12:39
8
შოთა, 20 კაცი რომ ურტყავდით 1 კაცს პარლამენტში, მაში დავინახეთ შენი "ვაჟკაცობა". ხმა გაიკვნიტე!
ბიძინაააა.... გეძინაააა ))
03 მაისი 2024 12:38
8
ყაველასვილი ვუი მის პატრონს გაუნატლებელი
kaka
03 მაისი 2024 15:25
7
კომენტარებს გადავხცედე და შევშფოთდი. ამბები რა უქენით ამდენ ქოცტროლს, ტვინი რო ქონდათ წაღებული ხოლმე თქვენს კომენტარებში. როგორც იქნა ხალხის დაწერილი გამჩნდა. რეალური ემოციები და სიმართლე.
:D :D
03 მაისი 2024 14:00
9
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო შოთაია.ფაქტია რომ ღრუსებისკენ უფრო მიგვაქანებთ ვიდრე სხვაგან ამას ვინ ვერ ხედავს?
ვახო
03 მაისი 2024 12:12
4
"ღრუსებისაკენ არ მივექანებით,ვახო.იქით გზა არ გვაქვს,მაგრამ როცა ევროპის დღევანდელი მმართველი ძალები გეუბნებიან,ჩაიხადე და ისე წამოდიო,კი უნდა შეანელო სიჩქარე,ასე არ არის?დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკას სომხეთთან სამხედრო კონფლიქტი რომ ჰქონდა,სწორედ ინგლისელებმა შეაჩერეს ქართული ჯარი და ალავერდი,ახტალა ლორეს დაბრუნების საშუალება აღარ მოგვცეს და ეს ტერიტორიები,დღეს სომხეთის კუთვნილებაა.ასე რომ ნურავინ იფიქრებს,დასავლეთს,აქ არავითარი ინტერესი არა აქვსო.ჩინეთიდან და ვიეტნამიდან მოყოლებული,ევრაზიის ქვეყანა არ იქნება,სადაც მათ იარაღს ხმა არ ამოეღოს,მათი ინტერესების დასაცავად და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები.მაშინ,ჩვენი მოკავშირე,გერმანია იყო,დღეს გაერთიანებული ევროპა ცდილობს,თავისი პოლიტიკის იარაღად გვაქციოს და უსიტყვოდ რომ არ ვემორჩილებით,ამიტომ ცდილობს ეს ხელისუფლება,უფრო დამყოლი ხელისუფლებით ჩაანაცვლოს.საამისოდ,აქამდეც რამდენიმე ტაქტიკა სცადეს,მაგრამ ხალხს კარგად ახსოვდა იმათი საქმეები,ვის მოყვანასაც ისინი ცდილობდნენ.ამასობაში ის ბავშვებიც იზრდებიან,ვისაც მათი ბოროტმოქმედებები აღარ ახსოვთ და უკვე ის დრო მოდის,როცა იმ ანეგდოტისა არ იყოს,იპოლიტემ ქორწილში რომ გააკუა, ეს აღარ ახსოვთ.ამიტომ ჰყავთ ამდენი ახალგაზრდობა მიმხრობილი.არ იციან და იმიტომ.ამ მთავრობის ბრალი კი არა,დანაშაულია,ახალგაზრდობის სულიერ აღზრდაზე უარი რომ თქვა და ასოებს ჩაუგდო ხელში,მათი თავი.ახლა ამაზე პასუხისგების დროა,დაიმსახურეს,მაგრამ ამას ქვეყანაც თან მიჰყვება და ესაა ძალიან ცუდი.ამ მთავრობის უმოქმედობის ბრალი,ამ ბავშვების კისერზე გადადის და წინ რაც ელით,კიდევ უფრო ცუდი იქნება.ვის ხელშიც ჩააგდეს ეს ბავშვები,ახლა,ისინიც ისე იქცევიან და ისინი უფრო ცოდოები არიან,ამის გამო.
სოსო
03 მაისი 2024 12:46
23
მაგას მარტო ნუ პაგადი აქვს ნანახი. წითელქუდას, ჩებურაშკას და ბურატინოს თავგადასავალს ეხლა კითხულობს პარლამენტის ბიბლიოთეკაში. ლადო კახიძემ შეურჩია თურმე.)))
სასწაული თუ გინდათ ...- ს
03 მაისი 2024 21:59
12
"აბა გამაფერადე" - ზეა ჯერ.
ხამი
03 მაისი 2024 22:14
2
ამ სპორცმენ-დეპუტატებს თუ რამე გაუკეთებიათ, თავს ნუ გვამადლიან რა, ყველა ფულის მოსაქაფადაა პარლამენტში აზრზე არ არიან არაფრის. მიხედეთ რა იმ საქმეს რაც ასე თუ ისე გეხერხებათ. არაა პოლიტიკა თქვენი საქმე, არ იცით
ლაშა
03 მაისი 2024 19:32
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული