"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
Მოჭიდავეები და ძიუდოისტები ყველაზე ახლოს არიან კრიმინალთან .ეს ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს მასკით მიტინგს დაარბევინებდნენ.ეს ხაბარელია თუ ხაბელოვი ოპეგეს ტორპედოა .დარწმუნებული ვარ მერე გვერდის წაკითხვის შემდეგ თავი ტკივდება შოტა ხაბარელოვს .
# ხაბარელი ხაბაროვსკში !
garegin meore
03 მაისი 2024 16:10
12
პატრიოტები ქუჩაში იდგნენ ეს დღეები და ბოტებმა წალეკეს აქაურობა. ყველა ქოცი თავის ბოტებიანად უნდა შეფასდნენ უცხო აგენტებად ამ კანონოს მიხედვით!
რუსთავი
03 მაისი 2024 14:32
4
შენი და მაგათი პატრიოტობა არ გაიშვას!
ოე, რუმთავი
04 მაისი 2024 03:18
0
შოთიკო ჯერ შენ ბიჭს მიხედე, იქნებ ასწავლო ხელოსნებზე ფულის მიცემა და მერე გინდა პატრიოტობაზე და გინდა ჭიდაობაზე გველაპარაკე.
კახეთი
03 მაისი 2024 14:22
1
რუსეთის ერ-ტე-ერის ყოფილ თანამშრომელ ყანდიაშვილს და ცე-კა-ს ყოფილ მდივან ფოფხაძეს ძლიერ აეწვათ მრავალნაცადი უკანალები და მთელი ტროლ-ბოტ-ბატალიონი ჩაკვეს ნათქვამთან დაკავშირებულ ბლოგზე გადაისროლეს და აამყრალეს იქაურობა. ახლა, სანამ აქეთ გადმონაგვდებიან და ხაბარელის იდიოტურ "მამაშვილურ დარიგებას" ოსანას უმღერებენ, რიგით მებატალიონეებს უნდა მივმართო - დროზე გაასწარით მაგ რუსკი ვაენნი კარაბლიდან, თორემ აუცილებლად არ აგცდებათ ის, რაც იმ კარაბლს დაეტაკა!
ელიასი
03 მაისი 2024 11:24
14
შოთა ხაბარელი,ოლიმპიური ჩემპიონია და ძიუდოის ერთერთი ილეთი,მის სახელსაც ატარებს.წლების განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი,სწორედ მისი ხელმძანელობით გახდა,ზურაბ ზვიადაური.ძიუდოში,მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარა ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ და მასზე ამბობ,იდიოტიაო,შე მართლა იდიოტო?!ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ არასწორი რამე თქვა?ასეთი ტვინ ნაღრძობი რომ ხარ და არაფრის გაგებაში არ ხარ,მიტომ იმეორებ ქვევრივით,ვიღაცის დავალებულ სიტყვებს.იმ ფინიას როლში გამოდიხარ,გზაზე მიმავალ ცხენს რომ გამოუხტება თავისი გააფთრებული წკავწკავით და ჰგონია,ცხენი ჩემი შიშით გარბისო,უკან მოუხედავად.
მუდამ ვცდილობ,არავის ვაკადრო,უკადრებელი,მაგრამ არის კატეგორია,რომლებსაც სხვანაირად უბრალოდ ვერაფერს გააგებინებ.ამიტომ მოგმართავ,შენი ენით.ეცი სხვებს პატივი და შენც პატივისცემით მოგექცევიან.თუ მაინც გააგრძელეს უპატივცემულობა,ესე იგი,ისინი არიან უზრდელები და ასეთებთან ლაპარაკს,აზრი არა აქვს.უზრდელი,უზრდელია.
თორნიკე,შოთა ხაბარელი სრულ სიმართლეს ამბობს და ჩემი ავი სიტყვების შემდეგ,რაც გითხარი,ესეც სიმართლეა.თუ ამაზე დაფიქრდები და გაითვალისწინებ,შენთვისაც კარგი იქნებადა შენ გარშემო მყოფებისთვისაც.აგრესიას,აგრესია მოჰყვება საპასუხოდ,კეთილ სიტყვას კი,კეთილი სიტყვა.
სოსო
03 მაისი 2024 12:15
15
გადავხედე კომენტარებს და…. რამ დაგაბრმავათ ასე, რომ ვერ ხვდებით?!!!! კანონი გამჭირვსლობის შესახებ აუცილებელია!!! ზუსტად დღეს დილით თავად ამერიკელებს ქონდათ მაგ შავი დაფინსნსების გამო სურზაური და გსმჭირვსლობას ითხოვენ!!! ფრანგები მაგ გამჭირვსლობის კანონით აპირებენ გაარკვიონ ვინ აფინანსებს ამდენ გამოსვკებს და აგრესიულ აქციებს პარიზში და არა მარტო! ჩვენ მალე მივიღებთ და გავიგებთ ამ აქციების და მისი მომზადებისთვის ვინ და რამდენი გადაიხადა! მაგრამ აქ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც საერთოდ არ იციან თუ როგორ განახორციელეს მათზე მანიპულაცია და იყენებენ, როგორც სამშობლოზე აღტკინებულ პიროვნებებს. მიმხვედრი მიხვდა და დანარჩენს დრო აჩვენებს….დსმატებით გეტყვით, რომ არა გაქვთ უფლება ასეთ დამსახურებულ სპორცმენს და მწვრთნელს შეურაწყოფა მიაყენოთ! დამოუკიდებელ საქართველოსაც არაერთი ჯილდო და დიდება მოუტანა მისმა ღვაწლმა…. ისე ნუ იზამთ ახალგაზრდებო, რომ მოვა დრო და ბოდიშის მოხდისაც შეგრცხვეთ - საკუთარ თავს ამ უაზრო ისტერიკის გსმო ნუ აყენებთ სამომავლო უხერხულობაში!!!! იხარე საქართველო და ქართველებო…. მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა
ალექსი
03 მაისი 2024 23:40
22
ეს კლოუნი ვინ არის? რა უფალმა, რის უფალმა. ვიღაცა წვერებიანმა კაგებისტებმა რომ უნდათ მოახდინონ უზურპაცია. ახლა ჩემო წვერებიანო უწიგნურებო კარგად მომისმინეთ: 3 მეტრიანი ჯვრებით აქეთ იQეთ თუ არ ირბენთ და ადამიანები გახდებით, აღმოაჩენთ, რომ ქრისტე 95% რო ებრძოდა არა მკვლელებს და ყაჩAღებს, არამედ ფარისევლებს, ანუ თქვენნაირებს. ბატონო შოთა ...
ris ufalma, ra ufalma
04 მაისი 2024 01:23
11
ყაველაშვილს რა აქვს ნათამაშები მაინც ? ან განათლება აქვს რამე ?
Lm
03 მაისი 2024 23:25
5
რუსეთზე მიყიდული ხაბარელისგან ლანძღვა არ გეწყინოს ბუდუ, მაგისგან ქება უნდა გეწყინოს!
888
03 მაისი 2024 14:06
1
ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი არც ნაცია და არც ქოცი. ერთიც ნაბიჭვარია და მეორეც. როცა ნაც და ქოც ხროვა საქმეს ვერ წყვეტს და ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებენ, მაშინ საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს, რომლის მოწყობა ოქტომბრის არჩევნების დროს შეიძლება. გაიგეთ უგნურთა ხროვავ? ეს საკითხი და ის თუ საით წავალთ ქართველი ხალხის საქმეა და არა მედროვე პოლიტიკოსების და ვითომ გაქართველებული სომხების.
ჟორა
03 მაისი 2024 11:52
6
პროფესორო, არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარება ხელისუფლების პრეროგატივაა და თუ უარს აცხადებს ხელისუფლება, დაგვარიგე აბა როგორ ჩავატარებინოთ, როგორ ვიქცევით მაგ შემთხვევაში
ხვიჩა
03 მაისი 2024 12:02
6
რეფერენდუმის იდეა მომეწონა, მაგრამ არა მგონია რომელიმე მხარეს ეს აწყობდეს.
ბატონო ჟორა არ მოგიწონეთ ორი მიზეზის გამო არც რომელიმე მხარის ხროვად მოხსენიება სძენს კარგ ელფერს აზრის გამომთქმელს და არც რომელიმე ეროვნების ცუდად შეხება.
ბატონო ლაშა
ოპოზიციას მაინც რომ უნდოდეს რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანა იურისტები ბევრი ყავთ და წარადგენდნენ წინადადებას სწორი ფორმით. სამწუხაროდ არ ვიცი მაგ წესები კარგად და ზუსტა პასუხს ვერ გაგცემთ. ვიცი რომ ხელმოწერების საჭირო რაოდენობის შემთხვევაში შესაძლებელია ხალხის მიერ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვანა. მაგაზე სჯობს იურისტებმა ილაპარაკონ.

რაც შეეხება თვითონ კანონს, ბევრისაგან განსხვავებით წაკითხული მაქვს და მხოლოდ ერთ რამეს დავწერ.
არც ისე იდეალურადაა იქ დაწერილი როგორც ერთი მხარე ყვება და არც ისე შავ ფერებშია ყველაფერი როგორც მეორე მხარე აჩვენებს. ჩვენს პოლიტიკოსებს უბრალოდ ერთად მუსაობა არაფერზე არ შეუძლიათ, თორემ კარგი გადაკეთების შემთხვევაში მივიღებდით ქვეყნისათვის მართლაც სასარგებლო კანონს. თუმცა ეს რომ შეეძლოთ ეს სიტუაციაც არ გვექნებოდა.
მე ვთვლი რომ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პარტიის ხელმაძღვანელობის შემთხვევაში არ შეიძლება კარგად გააზრებული შესწორებების გარეშე მასეთი კანონის მიღება.
თუ მართლა მხოლოდ გამჭვირვალობაა მთავარი მიზანი, რატომაა აქვს ყველა მთავრობას ვინც არი, ვინც ყოფილა (სავარაუდოდ ვინც იქნება იმასაც) მიჩუმათებული ლუსტრაციის საკითხი??

ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ არჩევანი ფაქტიურად არა გვაქვს. ხომ არის გამონათქვამი ცუდსა და უარეს შორის უნდა ავირჩიოთო.
ჩვენ ყოველ ჯერზე ორ ერთმანეთზე უარესს შორის ვირჩევთ. მიუხედავად ცალკეული პატარა გამონათებებისა ყველა დანარჩენი პარტია ამინდის შემქმნელი, მაინ არ არის.

ეგებ პოლიტიკოსები ახლა მაინც დაჯდნენ ერთად და სცადონ ეგებ ერთმანეთის ლანძღვა გინების გარეშე მოახერხონ ერთმანეთთან მორიგება, სანამ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუყენებიათ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. თუ ასე მალე დავივიწყეთ 90-ანებში როგორ ოსტატურად დაგვაპირისპირეს ერთმანეთს და ქვეყანა ათეული წლებით დავწიეთ უკან.

ბოდიში ყველასთან, რომ ჩემი აზრებით შეგაწუხეთ.
ქუთაისელი
03 მაისი 2024 12:46
1
ძიუდოში, ხაბარელის გაკეთებულ ქართულ "ამოგლეჯას" , "ხაბარელი" ჰქვია .
პოლიტიკაში - ხაბარელ(ებ)ის გაკეთებულ პოლიტიკას - "რუსული" !
"ამოგლეჯას" ხაბარელი ჰქვია !
03 მაისი 2024 17:17
9
მოვუწოდებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, მართლაც ნუ წამოეგებით ნაცების პროვოკაციებს და თეთრის და შავის გარჩევა ისწავლეთ. ევროპირველობაზე გასვლა იმის უფლებას არ გაძლევთ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ჭკუა ასწავლოთ და ის კანონი დაიცათ, რომელიც არც წაგიკითხავთ და არც წაკითხვას აპირებთ. თქვენ თქვენი პოზიციის დაფიქსირებით იცავთ ლომჯარიების მილიონიან ხელფასებს და ათობით მილიონიან ატკატებს, რომელსაც ჩვენი არასამთავროები აბრუნებენ უკან იმ ასობით მილიონიდან, რომელსაც ევროპა ამერიკა უგზავნით მათ. სწორეთ ამ ატკატებს იცავს ნაცხროვა და ევროპა-ამერიკის სამთავრობო ელიტა. 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთი და ამერიკა 4,5 მილიარდით დაგვეხმარა. აშენდა 10 ათასი სახლი დევნილებისთვის და შეიტანეს ავეჯი, რაც სულ დიდი ნახევარი მილიარდი დაჯდა. იცით სად წავიდა დანარჩენი 4 მილიარდი? ჰოდა ამ მილიარდების ატკატებისთვის მებრძოლ ბრმა იარაღად გამოდიხართ დღეს თქვენ და არა საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრედ. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ: ჭირს მოუსპია ევროპაც, ამერიკაც და რუსეთიც გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
ჟორა გაბრიჭიძე
03 მაისი 2024 11:39
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული