პსჟ ჟოაო მარიოში სერჟ ორიესა და 30 მილიონს ჩამოდის

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" თვალი "ინტერის" პორტუგალიელ ნახევარმცველს, ჟოაო მარიოს დაადგა. ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ფრანგული გრანდი მზადაა, მიზნის მისაღწევად "ინტერში" კოტ დ'ივუარელი მცველი, სერჟ ორიე გაუშვას და ჩაროზად 30 მილიონი ევროც გაიღოს.

"ინტერის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი, ბოლო მატჩებში, ჟოაო მარიოს თამაშით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, "ნერაძურის" "ფიორენტინადან" მატიას ვესინოს გადაბირებაც სურს.

ჟოაო მარიო "ინტერში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მან 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული