ფრანგული გრანდი მზადაა, მიზნის მისაღწევად "ინტერში" კოტ დ'ივუარელი მცველი, სერჟ ორიე გაუშვას და ჩაროზად 30 მილიონი ევროც გაიღოს.
"ინტერის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი, ბოლო მატჩებში, ჟოაო მარიოს თამაშით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, "ნერაძურის" "ფიორენტინადან" მატიას ვესინოს გადაბირებაც სურს.
ჟოაო მარიო "ინტერში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მან 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"