საფრანგეთი. ლიგა 1. I ტური: ნეიმართან ერთად და ნეიმარის გარეშე... [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის სეზონის პირველი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომელსაც ზინედინი ჰქვია, რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანის საპატივცემულოდ - ალჟირული წარმოშობის ზინედინ მაშაშმა "მონაკოს" კარი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ დალაშქრა, თუმცა ეს მატჩი მაინც საფრანგეთის ჩემპიონმა მოიგო.

21 წლის მაშაში ლიგა 1-ის 2017/18 წლების ისტორიაში შევიდა, თუმცა "ტულუზმა", რომელიც სახეშეცვლილ "მონაკოს" ორჯერ უგებდა სტუმრად, საბოლოოდ ქულაც ვერ მოიპოვა - გამარჯვების გოლი პოლონელმა მცველმა კამილ გლიკმა თავურით გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ჟოაო მოუტინიო იყო ორი საგოლე პასით.

ვარსკვლავბიჭუნა კილიან მბაპე ძალიან მოწადინებული გახლდათ,
თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა, მოედანი კი ტრავმით დატოვა. მატჩში ხუთიდან სამი გოლი თავური იყო, მათ შორის რადამელ ფალკაოს შესრულებით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ჩვენ მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება. უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ. მბაპე 2-3 დღეში მწყობრში იქნება".

"ამიენთან" თამაშის წინ "პარკ დე პრენსს" 222 მილიონ ევროდ შეძენილი ნეიმარი წარუდგინეს, თუმცა ესპანურმა ლიგამ მისი დოკუმენტები დაგვიანებით გადააგზავნა, რის გამოც მისი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა.

"პარი სენ-ჟერმენმა" მის გარეშეც დაამარცხა ელიტის ახალწვეული - ჯერ დანი ალვეშმა გაატანინა ედინსონ კავანის, შემდეგ ურუგვაელმა ხავიერ პასტორეს უპასა. მოკლედ, სანამ ნეიმარი მინდორზე გავა, პსჟ-ის მთავარი ვარსკვლავი ისევ კავანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნაი ემერი (პსჟ): "ნეიმარი მზად იყო ეთამაშა, ჩვენ ბოლომდე ველოდით, მაგრამ ესპანეთიდან დოკუმენტებმა დაიგვიანა. დღევანდელი თამაში ვითამაშეთ ისე, როგორც დავგეგმეთ. მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი ატმოსფერო მსურს გუნდში და უფრო მეტი გოლიც არ გვაწყენდა".

"ლიონმა" ელიტაში დაბრუნებული "სტრასბური" გაანადგურა, რაშიც კლუბს "რეალიდან" აყვანილი მარიანო დიასისა და ახალი კაპიტნის, ნაბილ ფეკირის დუბლები დაეხმარა.

ტურის ცენტრალურ მატჩში "სენტ ეტიენს" "ნიცაზე" 21 წლის ჯონათან ბამბამ მოაგებინა. "ლე ვერტსმა" ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ სეზონში იჯარით აღარ გაუშვა და პირველი სამი ქულაც მისი წყალობით აიღო. სტუმართა რიგებში არ უთამაშია მარიო ბალოტელის, რომელიც ტრავმირებულია.

დიდი ინტერესით ელოდნენ მარსელო ბიელსასა და კლაუდიო რანიერის დუელს, თუმცა ბრძოლა არ შედგა - ბიელსას განახლებული "ლილი" ერთი თავით აღემატება რანიერის "ნანტს" - 3:0.

ტურის ფაქტები

  • ზინედინ მაშაშმა (ტულუზი) ლიგა 1-ის სეზონის პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა
  • "მონაკომ" ლიგა 1-ის ბოლო 13 შეხვედრა მოიგო. ერთიც და კლუბი "ბორდოს" მიღწევას გაიმეორებს
  • "მონაკომ" 2006/07 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი თავური დარტყმით
  • ჟოაო მოუტინიოს (მონაკო) ბოლო 6 საგოლე პასიდან 5 ასეთი იყო - ჩაწოდება და თავური გოლი
  • მოქმედი ჩემპიონი გახსნის მატჩში ბოლო 7 სეზონია, რაც არ დამარცხებულა - 3 მოგება, 4 ფრე.
  • რადამელ ფალკაო (მონაკო) ლიგა 1-ს დიდებულად შეეწყო, მას 50 შეხვედრაში (40 სასტარტოში) 33 გოლი დაუგროვდა
  • სულეიმან კამარა 48 გოლით "მონპელიეს" საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლიგა 1-ში
  • მარიანო დიასი გახდა პირველი ფეხბურთელი ლისანდრო ლოპესის შემდეგ (2009), რომელმაც "ლიონში" დებიუტი გოლით აღნიშნა
  • ბენჟამინ ნივე (ტრუა) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 40 და მეტი წლისაა, ვინც ლიგა 1-ში ითამაშა, როჟერ კურტუას შემდეგ (1956 წ.)
  • ხავიერ პასტორემ (პსჟ) 2015 წლის მერე პირველად გაიტანა "პარკ დე პრენსზე"
  • დანი ალვეშმა პსჟ-ში ორ ოფიციალურ მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 საგოლე პასი)
  • პსჟ-მა 44-ე სეზონი დაიწყო ლიგა 1-ში ზედიზედ, რაც ამჟამინდელი ყველა მონაწილის შედეგზე მეტია
  • პსჟ-მა ბოლო 12 სეზონის გახსნის მატჩიდან მხოლოდ ოთხი მოიგო
  • "ლილის" დებიუტანტ მწვრთნელებს შორის მარსელო ბიელსამ მეორე შედეგი აჩვენა. უკეთესი ანგარიშით სადებიუტო მატჩი მხოლოდ ბერიმ მოიგო 1945 წელს (5:1)
  • ანჯელო ფულჟინიმ (ანჟერი) ლიგა 1-ის ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა
  • "ბორდოს" ლიგა 1-ში 2 აპრილის მერე აღარ წაუგია, თუმცა ბოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა

მონაკო-ტულუზი 3:2
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (54. კარილიო), ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - მბაპე (75. სან მაქსიმი), ფალკაო (87. ტილემანსი)
გოლები: 0:1 მაშაში (6), 1:1 ჟემერსონი (28), 1:2 დელორი (53), 2:2 ფალკაო (58), 3:2 გლიკი (70)

პსჟ-ამიენი 2:0
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (46. კიმპემბე), კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა (67. მატუიდი), რაბიო - დი მარია, კავანი (86. გედეში), პასტორე
გოლები: 1:0 კავანი (42), 2:0 პასტორე (80)

ლიონი-სტრასბური 4:0
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, დარდერი (85 ფერი) - ბ. ტრაორე (79. კორნე), ფეკირი, დეპაი - მ. დიასი (76. მაოლიდა)
გოლები: 1:0 მ. დიასი (23), 2:0 ფეკირი (59-პენ), 3:0 მ. დიასი (61), 4:0 ფეკირი (91)

მეცი-გენგამი 1:3
გოლები
: 1:0 რუ (14), 1:1 ბრიანი (39-პენ), 1:2 ბლასი (71), 1:3 დიალო (84)

მონპელიე-კაენი 1:0
გოლი
: 1:0 ს. კამარა (58)

სტ. ეტიენი-ნიცა 1:0
გოლი
: 1:0 ბამბა (4)

ტრუა-რენი 1:1
გოლები
: 1:0 გრანდსირი (46), 1:1 ტელი (69)

ლილი-ნანტი 3:0
გოლები
: 1:0 ალონსო (48), 2:0 დე პრევილი (67-პენ), 3:0 ელ-ღაზი (70)

ანჟერი-ბორდო 2:2
გოლები
: 1:0 ფულჟინი (11), 1:1 სანხარე (27), 1:2 მენდი (52), 2:2 გილომი (88)

მარსელი-დიჟონი 3:0
გოლები
: 1:0 ნ"ჟიე (51), 2:0 ტოვენი (54), 3:0 ნ"ჟიე (72)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული