ლიგა 1. "პარკ დე პრენსი" ნეიმარს ელის

AutoSharing Option
საფრანგეთში ორი ტურის შემდეგ მაქსიმალური ქულები სწორედ იმ გუნდებს აქვთ, რომელთაც მთელი სეზონის განმავლობაში მოუწევთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა - პსჟ, "მონაკო", "ლიონი", "მარსელი" და "სენტ ეტიენი" სწორედ ასეთი გუნდებია. სასიხარულოა, რომ მარაქაში კვლავ გაერია "მარსელი", რომელსაც ბოლოს პრობლემური წლები ჰქონდა, თუმცა რუდი გარსიას კრებული ამჯერად, ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ იქნება.

"მარსელი" საკუთარ ბაზაზე ჯერ ევროპალიგის მატჩისთვის, შემდეგ "ანჟერთან" დაპირისპირებისთვის ემზადებოდა, როცა მოულოდნელი სტუმარი ეწვია - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მაკრონი ფეხბურთელებს სიყვარულში გამოუტყდა, მან აღნიშნა, რომ ყოველთვის "მარსელის" ფანი იყო.
სხვათა შორის, პრეზიდენტი შვებულებას მარსელში ატარებს.

"პარკ დე პრენსი" კი ნეიმარის მოლოდინშია - 20 აგვისტოს პსჟ "ტულუზს" მასპინძლობს, ბრაზილიელი კი პირველად უნდა წარდგეს პარიზული პუბლიკის წინაშე. ნეიმარმა ლიგა 1 დიდებულად დაიწყო, "გენგამთან" გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ამ ტურის წინ პსჟ-ის რიგები ხესემ და მატუიდიმ დატოვეს.

ტურის ცენტრალური მატჩი ლიონში "პარკ ოლიმპიკზე" გაიმართება, სადაც "ლიონი" "ბორდოს" მასპინძლობს, მასპინძლებს ტრავმის გამო ფერლანდ მენდი დააკლდებათ.

ლიგა 1. III ტური
პარასკევი. 18 აგვისტო
მეცი-მონაკო 22:45
შაბათი. 19 აგვისტო
ლიონი-ბორდო 19:00
მონპელიე-სტრასბური 22:00
ნიცა-გენგამი 22:00
რენი-დიჟონი 22:00
სტ. ეტიენი-ამიენი 22:00
ტრუა-ნანტი 22:00
კვირა. 20 აგვისტო
ლილი-კაენი 17:00
მარსელი-ანჟერი 19:00
პსჟ-ტულუზი 23:00

ბომბარდირები: 4 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 3 - მარიანო დიასი (ლიონი).


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული