რუდი გარსია: ნორმალურია, ჩემი გადადგომა რომ მოითხოვეს

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა, რომ ის არ გაუკვირვებია იმ გულშემატკივრების რეაქციას, რომლებმაც "რენთან" წაგებული (1:3) საშინაო მატჩის შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვეს.

"ეს ნორმალურია. ქომაგებს ყოველთვის გამარჯვება უნდათ. ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ არ გვინდა ბევრი ლაპარაკი და გვირჩევნია, თავდაუზოგავად ვიმუშაოთ. ამას ვაკეთებთ კიდეც და ევროპალიგისთვის ვემზადებით. მე მომიწოდეს გადადგომისკენ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ერთადერთი, რის გამოც მოწყენილი ვარ, "მარსელის" ცუდი თამაშია. არ მინდა, ჩემს გუნდს ასეთს ვხედავდე", - თქვა გარსიამ.

საფრანგეთის ლიგა ერთის 3 ტურის
შემდეგ კარგად დაკომპლექტებული "მარსელი" მხოლოდ მეათე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული