საქმეში პრეზიდენტი ჩაერია - პენალტებს კავანი დაარტყამს!

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ესაუბრა გუნდის ფორვარდებს - ედინსონ კავანისა და ნეიმარს, რომელთა შორის სერიოზული კონფლიქტი აგორდა "ლიონთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ. ურუგვაელმა და ბრაზილიელმა მინდორზე პენალტის შესრულების უფლება ვერ გაიყვეს და შემდეგ კინაღამ იჩხუბეს გასახდელში.

როგორც "ეკიპმა" გაარკვია, კონფლიქტი იმის გამო მოხდა, რომ კავანის სურს გახდეს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და მიიღოს კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსი - ერთი მილიონი ევრო.

პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ პსჟ-ში მთავარ პენალტისტად კავანი დარჩება, ნეიმარი კი ამ სიაში მეორე იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული