კლაუდიო რანიერი: თუ იტალიიდან დამიკავშირდებიან...

AutoSharing Option
ფრანგული "ნანტის" დამრიგებელმა კლაუდიო რანიერიმ იტალიელ ჟურნალისტებთან ისაუბრა. გამოცდილ სპეციალისტს სიტყვა "სკუადრა აძურას" გაწვრთნაზე ჩამოუგდეს, რაზეც რანიერიმ შემდეგი განაცხადა:

"ნებისმიერი იტალიელი მწვრთნელისთვის ნაკრების გაწვრთნა საოცნებოა. "ნანტთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მაგრამ თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკავენ, უარის თქმა გამიჭირდება.

მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია და ეს მხოლოდ ჭორებია", - განაცხადა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული