გულშემატკივრებმა მოედანზე კლუბის ფორმაში შეღებილი ქათმები გადმოყარეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ფეხბურთელები მოედანზე ქათმებივით უაზროდ და უმიზნოდ დადიოდნენ.
ალეგარი ერთ-ერთ ქათამთან მივიდა და წიხლი ამოარტყა. აღნიშნულმა საქციელმა კი ცხოველთა დამცველთა მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია.
გუნდის დირექტორმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ როგორც წესი, ის სხვანაირად იქცევა.