"ფენიქსის" გაბრაზებულმა დირექტორმა ქათამს წიხლი ამოსცხო

AutoSharing Option
ურუგვაის პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურში "ფენიქსი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "მონტევიდეოსთან". აღნიშნული შეხვედრა სკანდალური აღმოჩნდა მასპინძელთა დირექტორ გასტონ ალეგარისთვის.

გულშემატკივრებმა მოედანზე კლუბის ფორმაში შეღებილი ქათმები გადმოყარეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ფეხბურთელები მოედანზე ქათმებივით უაზროდ და უმიზნოდ დადიოდნენ.

ალეგარი ერთ-ერთ ქათამთან მივიდა და წიხლი ამოარტყა. აღნიშნულმა საქციელმა კი ცხოველთა დამცველთა მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია.

გუნდის დირექტორმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ როგორც წესი, ის სხვანაირად იქცევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული