ლიგა 1. XXXI ტური: ბრძოლა მესამე ადგილისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ის გარეშე ჩავლილ ტურში უმნიშვნელოვანესი მესამე ადგილისთვის ბრძოლა იყო - მოიგო "მარსელმაც" და მისმა მდევარმა "ლიონმაც".

შაბათის ერთადერთ მატჩში "მარსელმა" სტუმრად "დიჟონი" 3:1 დაამარცხა. შესანიშნავად ითამაშა დიმიტრი პაიემ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გუშინ კი "ლიონმა" მემფის დეპაის დუბლის წყალობით "ტულუზი" დაამარცხა.

ფაქტები
  • რემი კაბელიამ (სენტ ეტიენი) ბოლო 8 ტურში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 3 პასი).
  • სტივ მანდანდა (მარსელი) ბოლო 5 ტურში მეორედ შეცვალეს, მაშინ, როცა ორი შეცვლა წინა 357 მატჩზე მოდიოდა.
  • დიმიტრი პაიემ (მარსელი) 2018
    წელს ლიგა 1-ში 6 საგოლე პასი მიითვალა.

ლიგა 1. XXXI ტური

დიჟონი-მარსელი 1:3
გოლები: 0:1 ჟერმენი (36), 1:1 კვონი (73), 1:2 ოკამპოსი (88), 1:3 პაიე (95-პენ)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა (53. პელე) - ბ. კამარა, რამი (81. სერტიჩი), როლანდო, სარი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ოკამპოსი, სანსონი (77. ნჟიე), პაიე - ჟერმენი
გამოუყენებელი პენალტი: პაიე (93)
გაძევება: იამბერე (92. დიჟონი)

გენგამი-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 გრენიე (55), 2:0 დიალო (59), 2:1 მალკომი (80)
გამოუყენებელი პენალტი: მალკომი (80. ბორდო)

კაენი-მონპელიე 1:3
გოლები: 0:1 სიო (21), 0:2 სხირი (23), 0:3 სიო (53), 1:3 სანტინი (87)

ლილი-ამიენი 0:1
გოლი: 0:1 მენდოსა (53)

ნანტი-სენტ ეტიენი 0:3
გოლები: 0:1 დებიუში (17), 0:2 კაბელია (54), 0:3 კაბელია (63)

სტრასბური-მეცი 2:2
გოლები: 1:0 ბაოკენი (17), 1:1 რივიერი (24-პენ), 1:2 მოლე (46), 2:2 სეკა (80)
გაძევება: ნდური (64. სტრასბური), სელიმოვიჩი (77. მეცი)

ტრუა-ნიცა 0:2
გოლები: 0:1 პლეა (16), 0:2 პლეა (83)

ლიონი-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 დეპაი (23), 2:0 დეპაი (43-პენ)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, აუარი - ბ. ტრაორე (82. ფერი), დეპაი (88. გირი), კორნე (37. მაოლიდა)

ოთხშაბათი, 4 აპრილი
რენი-მონაკო 20:45

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - მარსელინო დიასი (ლიონი), კარლ ეკამბი (ანჟერი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
6 აპრილი: სენტ ეტიენი-პსჟ;
7 აპრილი: მონაკო-ნანტი, ამიენი-კაენი, ანჟერი-სტრასბური, ბორდო-ლილი, გენგამი-ტრუა, ტულუზი-დიჟონი;
8 აპრილი: ნიცა-რენი, მეცი-ლიონი, მარსელი-მონპელიე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული