პარიზული გრანდი, რომელსაც ამ სეზონიდან გერმანელი თომას ტუხელი დამოძღვრავს, ერთი თავით მაღლა დგას თუნდაც პოტენციურ კონკურენტებზე. თან ამ კონკურენტებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მოღონიერდნენ და საფრანგეთის ელიტურ ლიგაში სურათს რამენაირად შეცვლიან, მით უფრო, რომ "ლიონი" ძალიან ახლოსაა ნაბილ ფეკირის დაკარგვასთან.
გაძლიერდება თუ არა "მონაკო" რუსი ალექსანდრ გოლოვინის ტრანსფერით (30 მილიონი ევრო), ამას დრო გვიჩვენებს. სხვათა შორის, ტრავმის გამო გოლოვინი ვერ ითამაშებს "ნანტთან" პირველი ტურის საგარეო მატჩში.
ასევე, ჯერ
ყველაზე დიდი დანაკარგი კი "ბორდომ" განიცადა, რომელმაც 21 წლის ბრაზილიელი შემტევი მალკომი "ბარსელონას" 40 მილიონ ევროდ მიჰყიდა.
...პსჟ, სადაც ოფიციალური დებიუტი ექნება ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს, პირველ ტურში "კაენს" მასპინძლობს და, წესით, პრობლემებს არ ელოდება, თუმცა გასათვალისწინებელია მსოფლიოს ჩემპიონატის ფაქტორი და თუნდაც ის, რომ აუტსაიდერებს სასტარტო ტურებში ყარაულის თოფივით გასროლა სჩვევიათ ხოლმე.
ტური დაიწყება დღეს - "ველოდრომზე" "მარსელი" უმასპინძლებს "ტულუზს", რომელსაც გასულ სეზონში ორივე თამაში მოუგო (2:1, 2:0).
წესით, არ უნდა ჰქონდეს რთული დასაწყისი "ლიონს", რომელსაც ძირფესვიანად შეცვლილი "ამიენი" ესტუმრება.
ლიგა 1. I ტური
პარასკევი, 10 აგვისტო
მარსელი-ტულუზი 22:45
შაბათი, 11 აგვისტო
ნანტი-მონაკო 19:00
ანჟერი-ნიმი 21:00
ლილი-რენი 21:00
მონპელიე-დიჟონი 21:00
ნიცა-რეიმსი 21:00
სტ. ეტიენი-გენგამი 21:00
კვირა, 12 აგვისტო
ლიონი-ამიენი 17:00
ბორდო-სტრასბური 19:00
პსჟ-კაენი 23:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"