ლიგა 1. I ტური: ისევ ერთი მსახიობის თეატრი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტარტი აიღო საფრანგეთის ლიგა 1-მაც. ბევრი ელის, რომ ეს იქნება "ერთი მსახიობის" თეატრი" და ავანსცენაზე მხოლოდ "პარი სენ ჟერმენს" ვიხილავთ, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება...

როგორც მოსალოდნელი იყო, ლაღად დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატი უდავო ფავორიტმა, "პარი სენ ჟერმენმა". თომას ტუხელს შედეგიანი დებიუტი გამოუვიდა. პარიზელებმა, რომელთა შორის ბევრი ახალი ფეხბურთელი ვნახეთ, 3 უპასუხო გოლი გაუტანეს "კაენს". რა თქმა უნდა, მთელი შეხვედრის განმავლობაში მათი უპირატესობა უდიდესი იყო.

რაც მთავარია, ანგარიში გახსნა ნეიმარმა. მან ნკუნკუს გადაცემის შემდეგ გაიტანა. მანამდე კი, ბურთის ამოტანის დროს,
უპატიებლად შეცდა სტუმართა მეკარე. შეიძლებოდა ეს ერთ რიგით გოლად ჩაგვეთვალა, რომ არა რუსული მუნდიალი და განსაკუთრებით, მისი მეორე ნაწილი, რომელიც არცთუ იღბლიანი გამოდგა ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის.

მეორე გოლი ადრიან რაბიოს ანგარიშზეა. მან ანხელ დი მარიას დაუფასა შესანიშნავი პასი. სულ ბოლოს კი ტიმოთი ვეას ჯერიც დადგა. მან ნეიმარი შეცვალა. შეგახსენებთ, ის ლეგენდარული ლიბერიელი შემტევის, ჟორჟ ვეას ვაჟია. მან უკვე ითამაშა აშშ-ის ნაკრებში.

ლიგა 1. I ტური
მარსელი-ტულუზი 4:0
გოლები: 1:0 პაიე (45-პენ), 2:0 პაიე (62), 3:0 ჟერმენი (89), 4:0 ტოვენი (90+2)
მარსელი (4-2-3-1): პელე - საკაი, კამარა, ლუიზ გუსტავო, ამავი - ლოპესი (77. სერტიკი), სანსონი - ნ"ჟიე (56. სარი), პაიე (83. ტოვენი), ოკამპოსი - ჟერმენი.

ნანტი-მონაკო 1:3
გოლები: 0:1 რონი ლოპესი (69), 0:2 იოვეტიჩი (80), 0:3 ფალკაო (83), 1:3 სალა (90+2)
მონაკო (4-2-3-1): ბენალიო - პიერ-გაბრიელი, გლიკი, ჟემერსონი, ბარეკა (88. სერანო) - აჰულუ, ტილემანსი - მბულა (67. ფალკაო), დიოპი (67. გრანდსირი), რონი ლოპესი - იოვეტიჩი.

ანჟერი-ნიმი 3:4
გოლები: 0:1 ტიუბი (4), 1:1 კაპელი (33), 2:1 ფულგინი (51), 3:1 ი. ტრაორე (55), 3:2 დეპრე (76), 3:3 რიპარი (85), 3:4 დეპრე (88)
გაძევება: მიგელი (79. ნიმი)

ლილი-რენი 3:1
გოლები: 0:1 გრენიე (43), 1:1 მოტიბა (45), 2:1 პეპე (54), 3:1 ბამბა (68)

მონპელიე-დიჟონი 1:2
გოლები: 1:0 მენდესი (5), 1:1 ტავარეში (51), 1:2 ს. კულიბალი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: საიდი (81. დიჟონი)

ნიცა-რეიმსი 0:1
გოლი: 0:1 დუმბია (2)

სტ. ეტიენი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 ხაზრი (45), 1:1 ტურამი (56-პენ), 2:1 დიონი (80)

ლიონი-ამიენი 2:0
გოლები: 1:0 ბ. ტრაორე (24), 2:0 დეპაი (75)
ლიონი (4-1-3-2): გორგელენი - დიუბუა, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი (88. დიოპი) - ნდომბელე, დეპაი, აუა - დიასი (76. ტერიე), ბ. ტრაორე (87. კორნე).

ბორდო-სტრასბური 0:2
გოლები: 0:1 ი. სისოკო (69), 0:2 და კოშტა (78)
გაძევება: პაბლო (13. ბორდო)

პსჟ-კაენი 3:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (10), 2:0 რაბიო (35), 3:0 ვეა (89)
პსჟ (4-3-3): ბუფონი - დაგბა, ტიაგო სილვა, მარკინიუში, ნსოკი - ბერნედე, დიარა (70. დიაბი), რაბიო - ნკუნკუ, დი მარია (70. დრაქსლერი), ნეიმარი (82. ვეა).

მომდევნო ტური
17 აგვისტო. რეიმსი-ლიონი
18 აგვისტო. გენგამი-პსჟ, ამიენი-მონპელიე, კაენი-ნიცა, დიჟონი-ნანტი, მონაკო-ლილი, რენი-ანჟერი
19 აგვისტო. სტრასბური-სტ. ეტიენი, ნიმი-მარსელი, ტულუზი-ბორდო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული