როგორც იცით, 28 წლის ფორვარდს კორსიკული გუნდიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ზაფხულში "ნიცადან" წასვლა მსურდა. პრეზიდენტმა და კლუბმა ამის შესახებ იცოდნენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუნდში დავრჩი, რადგან აქ დიდებული ატმოსფეროა და შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს.
ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს და მინდა, რომ ის ბოლომდე მივიყვანო.
ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და გავლენა არავის მოუხდენია. ჩემს კარიერაზე საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მე
ძალიან ადვილად შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ ხუთი შეთავაზება უარვყავი და დავრჩი", - აღნიშნა ბალოტელიმ.
მარიო "ნიცაში" 2016 წლიდან ასპარეზობს და ამ დროში 43 გოლის შეგდებაც მოასწრო.