მარიო ბალოტელიმ ახსნა, რატომ დარჩა "ნიცაში"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "ნიცას" თავდამსხმელმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ფრანგულ კლუბში დარჩა.

როგორც იცით, 28 წლის ფორვარდს კორსიკული გუნდიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ზაფხულში "ნიცადან" წასვლა მსურდა. პრეზიდენტმა და კლუბმა ამის შესახებ იცოდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუნდში დავრჩი, რადგან აქ დიდებული ატმოსფეროა და შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს.

ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს და მინდა, რომ ის ბოლომდე მივიყვანო.

ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და გავლენა არავის მოუხდენია. ჩემს კარიერაზე საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მე
ვიღებ.

ძალიან ადვილად შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ ხუთი შეთავაზება უარვყავი და დავრჩი", - აღნიშნა ბალოტელიმ.

მარიო "ნიცაში" 2016 წლიდან ასპარეზობს და ამ დროში 43 გოლის შეგდებაც მოასწრო.

altმარიო ბალოტელი მომდევნო სეზონშიც "ნიცაში" ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის იყო ნიცა კორსიკა.................................... სად ერეკე და სად მამადუ ნიანგი
malili mulianina
22:30 24-08-2018
0
სად ნიცა და სად კორსიკა? ავტორს მეტი ყურადღება მართებს
კახეთი
19:20 24-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული