პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

AutoSharing Option
უეფა-მ პსჟ-სთან დაკავშირებით ფინანსური ფეარ-პლეის შესაძლო დარღვევების გამო გამოძიება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერები ვეღარ განახორციელოს.

პსჟ-მა მსგავსი სანქციები გასულ წლებში აირიდა და ზაფხულში ხავიერ პასტორეს, იური ბერჩიჩეს და რამდენიმე სხვა ფეხბურთელის გაყიდვა მოუწია, რათა სალარო 50 მილიონი ევროთი შეევსო.

ფინანსური ფეარ-პლეი ავალდებულებს კლუბებს, არ დახარჯონ იმაზე მეტი ფული, ვიდრე ფეხბურთელების გაყიდვით გამოიმუშავებენ.

თუმცა გამოძიების ბოლომდე მიყვანას თვეები დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგულ კლუბს საშუალება ექნება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელები შეიძინოს, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბალანსის დაცვისთვის ფეხბურთელები გაყიდოს.

altლიგა 1. VI ტური: პსჟ-ის ექვსიდან ექვსი!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული