არადა, მართლაც არის იმის საფრთხე, რომ პსჟ-ს ტრიუმფული სვლა შეწყდეს - ტური ჟირონდაში სრულდება, სადაც "ბორდო" ლიდერს მასპინძლობს. მანამდე კი ტუხელის ბიჭებმა უნდა შეძლონ ძალების აღდგენა, რომლებიც უხვად დახარჯეს "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ მატჩში.
რაც უნდა იყოს, პსჟ-ს ჯერ არ გაუნაღდა პლეი-ოფი, პარიზული კლუბისთვის მთავარი ასპარეზი კი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა.
პარიზელებს
ფაქტები
- პსჟ-მ ზედიზედ 14 ტურში იმარჯვა.
- ბორდომ ლიგა 1-ში ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა.
- პსჟ-მ ლიგა 1-ის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.
- მეტიც, პსჟ-მ ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში ორივე ტაიმი მოიგო.
ლიგა 1. XV ტური
პარასკევი, 30 ნოემბერი
სტ. ეტიენი-ნანტი 23:45
შაბათი, 1 დეკემბერი
ლილი-ლიონი 20:00
ანჟერი-კაენი 23:00
გენგამი-ნიცა 23:00
მონაკო-მონპელიე 23:00
ნიმი-ამიენი 23:00
კვირა, 2 დეკემბერი
ტულუზი-დიჟონი 18:00
მარსელი-რეიმსი 20:00
რენი-სტრასბური 20:00
ბორდო-პსჟ 23:59
ბომბარდირები: 11 - კილიან მბაპე (პსჟ), ემილიანო სალა (ნანტი); 10 - ფლორან ტოვენი (მარსელი), ნეიმარი (პსჟ); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"