პატრიკ ვიეირა: მინდა მარიო ბალოტელი კედელს მივანარცხო

AutoSharing Option
"ნიცას" თაავდამსხმელს მარიო ბალოტელის წლები კი ემატება, მაგრამ ჭკუისა რა მოგახსენოთ. ამას წინათ თანაგუნელ ნახევარმცველს ბასემ სრარფის სახეზე კბილის პასტა წაუსვა. ბალოს საქციელზე კომენტარი გუნდის მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ გააკეთა.

"მინდა კედელს მივანარცხო ან გარდერობში ჩამოვკიდო, მაგრამ არ შემიძლია, რადგან ფეხბურთელი აღარ ვარ.

სანამ რამეს ვიტყვი, ორჯერ უნდა დავფიქრდე. ნებისმიერმა ჩემმა ნათქვამმა შეიძლება ცუდი სამსახური გამიწიოს და კარგი ფეხბურთელი დავკარგო. არ მსურს ისეთი რამე ვთქვა, რაზეც შემდეგ ვინანებ. ვცდილობ კრიტიკისას კონსტრუქციული ვიყო", - განუცხადა ვიეირამ "ეკიპს".

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში სუპერმარიოს ჯერ
გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული