
იტალიის ნაკრების თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
"ნიცა" ბალოტელის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-პიერ რივერმა იუწყა.
"ახალი კონტრაქტი? არა მგონია ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს", - განუცხადა რივერმა Goal.com-ს.
ბალოტელის "ნიცასთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ამ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში მას გოლი არ გაუტანია.