მარიო ბალოტელი: ვერ მიტანენ და ამიტომ არ დავბრუნდი იტალიაში

AutoSharing Option
"ნიცას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ იტალიაში მისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო არ დაბრუნდა.

"სასიამოვნოა კომენტარების კითხვა და იმის გაგება, თუ რამდენი ადამიანი ვერ მიტანს იტალიაში.

როდესაც ფორმაში ჩავდგები, იმედია, ისინი ისევ არ დამიჭერენ მხარს. თანმიმდევრული უნდა იყო.

მქონდა იმის მიზეზი, რომ სერია A-ში არ დავბრუნებულიყავი. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი ნათელია", - უპასუხა მარიომ Sky Sport Italia-ს ტელეარხის ჟურნალისტის კითხვაზე.

ბალოტელი ამჟამად 100 კილოგრამს იწონის, რაც მის ნორმალურ წონასთან შედარებით 12 კგ-თი მეტია, არც იტალიის ნაკრებში აღარ მიიწვიეს და "ნიცაშიც" აღარ ათამაშებენ.

alt

არიგო საკიმ მარიო ბალოტელი გააკრიტიკა

altმარიო ბალოტელიმ ახსნა, რატომ დარჩა "ნიცაში"

altჭკუამხიარული მარიო ბალოტელი აუზში აკრობატულად ჩაეშვა და კინაღამ კისერი მოიტეხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული