კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის "რეალის" მხრიდან ამაღლებული ინტერესის ფონზე, პსჟ-ის ხელმძღვანელობა გუნდში მის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებს.
პსჟ-ის ყატარელი ბოსები მზად არიან, 20 წლის ფორვარდის წლიური ხელფასი 40 მილიონ ევრომდე გაზარდონ.
ასეთ შემთხვევაში მბაპე "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონა" წელიწადში 46 მილიონ ევროს უხდის.
პარიზულ კლუბთან მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მოქმედი კონტრაქტით მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.
მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით