საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი გააკრიტიკა, რომელმაც პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს.
"ვულოცავ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. მოდით, შევაჩეროთ ეს ცირკი, სადაც ფეხბურთელები პირობებს კარნახობენ. მე ამ ახალი ფეხბურთით დავიღალე.
დე ლიხტო, ჯერ ხელშეკრულება არ გაგიფორმებია და უკვე წასვლაზე ფიქრობ. რა ხდება შენს თავში? შენ ხომ მხოლოდ 19 წლის ხარ. 12, 13, 14, 15, 20 მილიონი წელიწადში? რა განსხვავებაა? კიდევ ერთ ავტომობილს
შეიძენ, შენი სახლი 50 კვადრატული მეტრით უფრო დიდი გახდება, იახტა 10 მეტრით უფრო გრძელი იქნება...
სადაა აქ სპორტული მხარე? მას აქვს არჩევანი: "ბარსელონა", პსჟ, "იუვენტუსი". აშკარაა, სპორტული თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა", მაგრამ ფულის გამო იქ გადასვლა არ ისურვა. მე ამისგან გული მერევა.
დე ლიხტი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომით შორს ვერ წავა. ეს უბრალოდ შეუძლებელია", - ციტირებს დიუგარის RMC Sport-ი.