პირველი შენაძენი - ვინ არის პსჟ-ს ახალი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"სევილიას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი პაბლო სარაბია კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს - ამის შესახებ ფრანგული კლუბის Twitter-გვერდი იუწყება.

მათივე ცნობით ფეხბურთელმა დედაქალაქელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაბია საფრანგეთში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

27 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონში სევილიელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მან ლა ლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანელი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, პსჟ-ს პირველი შენაძენია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული