მსოფლიოს ყველაზე ძვირი ფეხბურთელი ნეიმარი პარიზულ კლუბში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ან-სოფი ბერნადი "ტვიტერზე" ავრცელებს.
ფეხბურთელი გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელ ფორვარდს პსჟ-ის დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა სურს, სადაც 2013 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა.
2017 წელს ნეიმარი პსჟ-ში რეკორდულ თანხად, 222 მლნ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე 28 მატჩი და 23 გატანილი გოლია ყველა ტურნირზე.
ნეიმარი: კარიერის საუკეთესო მომენტი პსჟ-სთან "ქამბექი" იყო
El Pais: ნეიმარი ფასდაკლებით - ბრაზილიელი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ახლოსაა?