დეშამი: ლამპარდი კანტეს არგამოძახებას მთხოვს, მაშინ სანაცვლოდ ჟირუ უფრო ხშირად ათამაშოს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ლონდონის "ჩელსის" თავკაცის, ფრენკ ლამპარდის მიმართ იხუმრა.

"ლამპარდმა მთხოვა, ნაკრებში კანტე არ გამომეძახებინა. თუ მისი თხოვნა ძალაშია, მაშინ სანაცვლოდ ვთხოვ, ჟირუ უფრო ხშირად ათამაშოს "ჩელსიში".

არ მინდა, ასე უბრალოდ წარსულში დავტოვო ის, რაც ჟირუსთან ერთად მივაღწიეთ. მან ძალიან კარგი შედეგები მაჩვენა და ამასთან ერთად, ის ფრანგ ფეხბურთელებს შორის მესამე ბომბარდირია. იმედია, მისი მდგომარეობა კლუბში გაუმჯობესდება", - ციტირებს დეშამს Goal.com-ი.

33 წლის ჟირუმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 100 წუთი ითამაშა და კონკურენციას ტემი აბრაჰამთან აგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული