დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი თავის პოსტზე 2022 წლის სექტემბრამდე დარჩება.

დეშამმა მომავალი წლის ზაფხულამდე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი ხელშეკრულება გააგრძელა.

დეშამმა გალთა ეროვნული გუნდი 2012 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ევრო 2016-ზე მეორე ადგილი დაიკავა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი მოიგო.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, დეშამი ნაკრებში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე იმუშავებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული