პსჟ-მა იულიან დრაქსლერი "ლიონში" იჯარით არ გაუშვა

AutoSharing Option
"ლიონის" შემტევმა მემფის დეპაიმ მძიმე ტრავმა მიიღო, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს და მის შემცვლელად პსჟ-ის ნახევარმცველ იულიან დრაქსლერის იჯარით აყვანა უნდოდა, მაგრამ პარიზულმა კლუბმა უარი უთხრა.

RMC Sports-ი მიზეზს განმარტავს - "პარი სენ ჟერმენს" მისი 20 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.

თავად დრაქსლერი კი პარიზში თავს ჩინებულად გრძნობს და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ხშირად არ უწევს, კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

დრაქსლერი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ 80 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული