ნეიმარმა გოლი კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, ლიგა 1-ის 21-ე ტურში პსჟ-მა სტუმრად "ლილი" 2:0 ნეიმარის დუბლით დაამარცხა.

მეორე გოლის შემდეგ ბრაზილიელმა თითებით 24 გამოსახა და ასე მიაგო პატივი დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნას.

ნეიმარმა პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ გოლს პლუს საგოლე გადაცემის სისტემით 100-იანი ზღვარი გადალახა - 66 გოლი და 35 პასი.

ნამატჩევს ნეიმარმა განაცხადა, რომ ბრაიანტს პირადად იცნობდა, ეს სპორტისათვის დიდი დანაკლისია და ძალიან დამწუხრებულია.

შეგახსენებთ, ბრაიანტი "ლოს ანჟელეს ლეიკერსში" 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული