პსჟ-მა მცველ ტიაგო სილვასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა, - ამ ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.
გამოცემა გვამცნობს, რომ პარიზულმა კლუბმა 35 წლის ბრაზილიელთან დამშვიდობება გადაიფიქრა, ვინაიდან კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში მისთვის სრულფასოვანი შემცვლელის მოძიება რთული იქნება.
მხარეები ახალი, 1+1 სისტემის კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან, მაგრამ ტიაგოს ამჟამინდელი სეზონური 14-მილიონევროიანი გასამრჯელო მნიშვნელოვნად შემცირდება.
ის "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, მის რიგებში 310 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხელშეკრულება კი 30 ივნისს უმთავრდება.