"მონპელიეს" საიტი 42 წლის მცველთან, ვიტორინო ილტონთან თანამშრომლობის გახანგრძლივების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას.
ასე და ამგვარად, ვეტერანი ბრაზილიელი "მონპელიეში" როგორც მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ის ამ გუნდში 2012 წელს "მარსელიდან" გადავიდა და მას შემდეგ 321 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც კლუბის ისტორიაში მეექვსე შედეგია.
"ეს ბოლო კონტრაქტია? ვნახოთ. ძალიან გახარებული და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდისთვის კიდევ სასარგებლო იქნება", - განაცხადა "მონპელიეს" პრეზიდენტმა.
2019/20 წლების სეზონში ილტონმა ლიგა 1-ის 28 მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.