"იმედგაცრუებული ვარ, უნდა მოვიგოთ..." - პოჩეტინო პარიზულ თავგადასავალს იდეალურად ვერ იწყებს

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინოს პარიზული თავგადასავალი კარგად არ დაიწყო. არგენტინელი სპეციალისტის მეთაურობით, პირველივე მატჩში კლუბმა "სენტ ეტიენთან" ფრედ, 1:1 ითამაშა.

"იმედგაცრუებული ვარ, უნდა მოვიგოთ, მაგრამ მოსამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე გვქონდა. ჩვენ ბევრ რამეზე ვიმუშავებთ და გავაუმჯობესებთ.

ეს ის შედეგი არ არის, რასაც ველოდით, მაგრამ "სენტ ეტიენმა" ამ მატჩში ქულა დაიმსახურა. ვარჯიშებზე სხვადასხვა კონცეფციის განხორციელება ვცადეთ და გუნდში არსებული დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ.

უამრავი რამ გამოსასწორებელია" - განაცხადა პოჩეტინომ.

18 ტურის შემდეგ პსჟ 36 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან "ლიონს" 3 ქულით
ჩამორჩება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული